მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 15:05|bm.ge

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 915.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემზე 8.3%-ით მეტია.საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 5 422.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.1 პროცენტიანი ზრდაა. იმპორტმა 12 493.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-ით მეტია.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა (სალდომ) 7 070.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5%.

რაც შეეხება აგვისტოს მონაცემებს, აგვისტოში იმპორტი 3.6%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 24.7%-ით გაიზარდა.

უწყების მონაცემებით, მიმდინარე წელს თვეების მიხედვით ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

თვე ექსპორტი (მლნ USD) იმპორტი (მლნ USD) ბრუნვა (მლნ USD) სალდო (მლნ USD) იანვარი 480.3 1 204.0 1 684.4 -723.7 თებერვალი 546.2 1 410.5 1 956.7 -864.3 მარტი 697.1 1 672.0 2 369.1 -974.9 აპრილი 714.1 1 560.4 2 274.4 -846.3 მაისი 667.8 1 652.0 2 319.7 -984.2 ივნისი 770.8 1 697.8 2 468.6 -926.9 ივლისი 793.9 1 745.4 2 539.3 -951.5 აგვისტო 752.4 1 550.9 2 303.3 -798.5

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური და დაზუსტებული მონაცემები მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გამოქვეყნდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის

BM.GE

10 წელში 5 ხელმძღვანელი - როგორ იცვლებოდნენ სუსის უფროსები „ოცნების“ მმართველობისას

10 წელში 5 ხელმძღვანელი - როგორ იცვლებოდნენ სუსის უფროსები „ოცნების“ მმართველობისას

BM.GE

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE