მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ბერლინის მკაცრი გაფრთხილება: ოპოზიციის აკრძალვით საქართველო ევროპას საბოლოოდ შორდება.
ბერლინის მკაცრი გაფრთხილება: ოპოზიციის აკრძალვით საქართველო ევროპას საბოლოოდ შორდება.

ბერლინის მკაცრი გაფრთხილება: ოპოზიციის აკრძალვით საქართველო ევროპას საბოლოოდ შორდება.

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოში მიმდინარე პროცესებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყება შემაშფოთებელს უწოდებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განზრახვას და აცხადებს, რომ ამ წუხილს გერმანული მხარე ქართულ მხარეს გაუზიარებს.

ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, კატრინ დეშაუერმა (DW-ს კითხვაზე პასუხად) აღნიშნა:

„ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ეს საქმე ამ ტენდენციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს. ეს არის ჩვენი შეფასება.

ასევე უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის ფართოდ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც ეს ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საჯაროდ აღნიშნეს, ძალიან პრობლემურია“.

პრესსპიკერის თქმით, აღნიშნული სარჩელი, სხვა მიმდინარე მოვლენებთან ერთად, აზიანებს საქართველოს შიდა დემოკრატიასა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვანეტგაზეთი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ევროკავშირის განცხადებებზე პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებითBM.GE
  • პარტიების აკრძალვა 2008 წლის ომთან კი არ არის დაკავშირებული, პარტიების აკრძალვა დაკავშირებულია იმასთან, რომ არჩევნების შედეგებს არასდროს აღიარებენ და ყოველ ჯერზე დემონსტრაციებით ცდილობდნენ არეულობის მოწყობას - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • ღალატის პროცესი - ელენე ხოშტარია პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზეტვ პირველი
აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

„ALDE: ქართული ოცნება ავტორიტარულ რეპრესიებს აძლიერებს, ევროკავშირმა სანქციები უნდა დააწესოს"

„ALDE: ქართული ოცნება ავტორიტარულ რეპრესიებს აძლიერებს, ევროკავშირმა სანქციები უნდა დააწესოს"

ფორმულა

რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა უკრაინასა და აშშ-სთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები განაახლოს

რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა უკრაინასა და აშშ-სთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები განაახლოს

ფორმულა

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ფორმულა

ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

ფორმულა