მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 8 თვეში საზღვაო ტვირთები 24%-ით, ხოლო საჰაერო 30%-ით გაიზარდა - სამინისტრო
8 თვეში საზღვაო ტვირთები 24%-ით, ხოლო საჰაერო 30%-ით გაიზარდა - სამინისტრო

8 თვეში საზღვაო ტვირთები 24%-ით, ხოლო საჰაერო 30%-ით გაიზარდა - სამინისტრო

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 16:39|bm.ge

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 13.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იანვარ-აგვისტოს პერიოდის ყველაზე მაღალი შედეგია, ამასთან, მატება დაფიქსირდა ტვირთის ყველა კატეგორიაში.

ამავე პერიოდში ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 554,174 TEU შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ასევე ათწლეულის რეკორდს წარმოადგენს.

სარკინიგზო სექტორში ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 9.7 მილიონ ტონას მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 11%-ით აღემატება. განსაკუთრებით აღსანიშნავია უშუალოდ ტრანზიტის რეჟიმში გადაზიდული ტვირთების მოცულობა, სადაც 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და შუა დერეფნის მზარდ როლს საერთაშორისო სატრანსპორტო დაკავშირებადობაში.

რაც შეეხება საჰაერო კარგოს, ამ სეგმენტში ტვირთბრუნვის კუთხით, აეროპორტების მიერ გადამუშავდა 29.3 ათასი ტონა ტვირთი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30%-ით აღემატება და ასევე ათწლეულის რეკორდია.

საავიაციო სექტორში დადებითი დინამიკაა მგზავრთგადაყვანის მიმართულებითაც. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები საანგარიშო პერიოდში 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის მანძილზე, წლის პირველი 8 თვის ჭრილში, ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს. ამასთან, უშუალოდ აგვისტოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, თვიურ ჭრილშიც ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ?რუსთავი 2
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

"12 საერთაშორისო BPO კომპანიას ვუმასპინძლეთ. ერთ-ერთმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა" - ხიდურელი

BM.GE