მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?
9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 23:08|bm.ge

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა 13%-ით გაეზარდა.

საზღვაო ნავსადგურის მენეჯმენტის ცნობით, იანვარ-სექტემბერში, ბათუმის ნავსადგური 6 მლნ 250 ათასი ტონა ტვირთს მოემსახურა. “აღნიშნული ზრდა მშრალი, საკონტეინერო, საბორნე და ნავთობშემცველი ტვირთების ბრუნვის მატებამ უზრუნველყო”, - ნათქვამია პორტის ოფიციალურ პრესრელიზში, რომელიც გასულ კვირას ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა მინისტრების სტუმრობას ეხება.

მათი ინფორმაციით, ​ვიზიტის პერიოდში პორტში ერთდროულად სამი ტანკერი მუშავდებოდა: ორი - 4 650 ტონამდე თხევადი ნახშირწყალბადოვანი გაზისა და 85 ათას ტონამდე ნავთობის დატვირთვის რეჟიმში, ხოლო ერთი - 5 ათას ტონამდე ბენზინის ცლის რეჟიმში. ამ ოპერაციების ფარგლებში გადასატვირთი ტვირთის საერთო მოცულობა 94 650 ტონამდე აღწევს.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორი ზრდის კარგ მაჩვენებლებს აჩვენებს. მთავრობის მონაცემებით, საზღვაო ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 9 თვეში 15,4 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, ზრდა არის 24% იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

BM.GE

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

BM.GE

იმედი გვაქვს, ტექნოლოგიური განახლებების შედეგად საცალო ინვესტორებსაც მოვიზიდავთ - თბილისის საფონდო ბირჟა

იმედი გვაქვს, ტექნოლოგიური განახლებების შედეგად საცალო ინვესტორებსაც მოვიზიდავთ - თბილისის საფონდო ბირჟა

BM.GE