მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იმედი გვაქვს, ტექნოლოგიური განახლებების შედეგად საცალო ინვესტორებსაც მოვიზიდავთ - თბილისის საფონდო ბირჟა
იმედი გვაქვს, ტექნოლოგიური განახლებების შედეგად საცალო ინვესტორებსაც მოვიზიდავთ - თბილისის საფონდო ბირჟა

იმედი გვაქვს, ტექნოლოგიური განახლებების შედეგად საცალო ინვესტორებსაც მოვიზიდავთ - თბილისის საფონდო ბირჟა

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 22:53|bm.ge

“თბილისის საფონდო ბირჟის ტექნიკური განახლება ბაზარზე საცალო და ინსტიტუციური ინვესტორების აქტივობის გაზრდას ემსახურება” - თბილისის საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბირჟის მთავარი ამოცანა მოხერხებული, მაღალი წვდომის მქონე სავაჭრო ინფრასტრუქტურის შექმნაა. ის აცხადებს, რომ ამ მიზნით უახლოეს თვეებში პლატფორმას დამატებითი ფუნქციონალები ექნება, რაც ინვესტორებს საშუალებას მისცემს, ბირჟაზე უფრო მარტივად ივაჭრონ. ამ დროისთვის ბირჟაზე 20 კომპანიის ობლიგაციებია დალისტული, მათ შორის ორი - “საქართველოს ბანკის” და “თეგეტა მოტორსის” ფასიანი ქაღალდები A კატეგორიის ლისტინგშია.

თბილისის საფონდო ბირჟისგან განსხვავებით შედარებით აქტიურია საქართველოს საფონდო ბირჟა. წლის დასაწყისიდან დღემდე ბირჟაზე 54 გარიგება დაიდო, პლატფორმაზე კი ჯამში 73,6 მილიონი ლარის ღირებულების 4,3 მილიარდი აქციაა დალისტული. ბირჟის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თბილისის საფონდო ბირჟა ტექნიკურად უფრო თანამედროვე და ვაჭრობისთვის მოსახერხებელი პლატფორმაა.

“თბილისის საფონდო ბირჟას გააჩნია უფრო მეტად თანამედროვე და ტექნოლოგიურად განვითარებული სავაჭრო პლატფორმა. შესაბამისად, ლისტინგისა და ვაჭრობის მოხერხებულობით გვინდა, რომ გავზარდოთ ინვესტორების ბაზა, რადგან წვდომა საერთაშორისო და ლოკალური დონეზე თბილისის საფონდო ბირჟას უფრო მაღალი აქვს.

შესაბამისად, [საქართველოს საფონდო ბირჟის ] ალტერნატივა იმიტომ იყო გაკეთებული, რომ მეტი შესაძლებლობა მისცემოდა პროფესიონალ მონაწილეებს და ასევე ინვესტორებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ტექნოლოგიური განახლებები, რასაც წლის ბოლომდე მოვრჩებით, ასევე მოიზიდავს საცალო ინვესტორებს. ჩვენ სპეციალურად მათთვის ვაკეთებთ შესაბამის მონაცემთა მიმოცვლის შრეს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ მონაწილეობა მიიღონ ვაჭრობაში, რა თქმა უნდა, ბროკერების გავლით.

ბევრი მომისმენია საყვედური, რომ საქართველოს, თუ გინდა თბილისის საფონდო ბირჟას არ აქვს ლიკვიდურობა. ლიკვიდურობა რომ ჰქონდეს, როგორც მაღაზიაში, ისე უნდა იდოს იქ პროდუქტი, რომელიც საინტერესოა. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალი საინტერესო ინსტრუმენტების გამოშვებას. იმიტომ რომ ახლანდელი ბაზარი არის ძალიან მეჩხერი ანუ სიღრმე არ აქვს ბაზარს, არის მარტო ობლიგაციები.

აუცილებელია მთელი ბაზრის ჩართულობა, დაინტერესებული პირების, მათ შორის მარეგულირებლის, მათ შორის კანონმდებლების, რომ მიაქციონ ყურადღება იმ ინიციატივებს, რომლებიც ჩვენგანაც მოდის, ბაზრისგანაც მოდის. მაგალითად, ვთვლით, რომ უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები რომ იქნება ძალიან კარგი მაპროვოცირებელი ამის”, - აცხადებს გიორგი ამზაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იმედის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • სააკაშვილი: სამი მთავარი სიტყვა “გაგვიბანძეს” - იმედი, მშვიდობა და ოცნება"ტვ პირველი
  • მყარი და საფუძვლიანი არგუმენტები გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი და, ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება - ზურაბ რურუარუსთავი 2
  • ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდაფორმულა
  • 2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო – MDFნეტგაზეთი
იმედის →

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

BM.GE

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

BM.GE

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

BM.GE