მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო
საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 23:32|bm.ge

საუდის არაბეთმა აზიის რეგიონში ენერგომომარაგების უსაფრთხოების გასაძლიერებლად სინგაპურში ნედლი ნავთობის მარაგების განთავსება გადაწყვიტა. სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ სინგაპურის Energy Market Authority-სა და JTC Corp-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი ოფიციალურად უკვე გააფორმა.

მხარეები საბოლოო მოლაპარაკებების დასრულებას რამდენიმე თვეში გეგმავენ. როგორც ირკვევა, პროექტი 150 მეტრის სიღრმეზე მდებარე Jurong Rock Caverns-ის კომპლექსში 9 მილიონამდე ბარელი თხევადი ნახშირწყალბადის შენახვას 2027 წლის მეორე ნახევრიდან ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი შეთანხმება მიზნად აზიის საკვანძო ბაზრებთან მიწოდების ჯაჭვის დაახლოებასა და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის, პრინც აბდულაზიზ ბინ სალმანის განცხადებით, სტრატეგიული მარაგების სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსება მომარაგების ქსელის მოქნილობას საგრძნობლად გაზრდის.

რაც შეეხება საუდის არაბეთის გლობალურ რეზერვებს, ამჟამად Saudi Aramco ნავთობის მსხვილ მარაგებს იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ინახავს. იაპონიის კუნძულ ოკინავაზე კომპანია JOGMEC-თან გაფორმებული შეთანხმებით 8.2 მილიონ ბარელ ნედლეულს ფლობს, სამხრეთ კორეის ულსანის პორტში კი KNOC-ის რეზერვუარებში 5.3 მილიონ ბარელ ნავთობს განკარგავს.

დეფიციტის შექმნის შემთხვევაში, ორივე ქვეყნის მთავრობას საცავებიდან ნედლეულის შესყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვს. აზიის ფარგლებს გარეთ Saudi Aramco სტრატეგიულ მარაგებს ეგვიპტეში, სიდი-ქერირის ტერმინალში ინახავს, ევროპული ბაზრის მომარაგებისთვის კი ნიდერლანდებში, როტერდამის პორტის ინფრასტრუქტურას იყენებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„რითეილერები EBITDA მარჟის 25%-ს საბანკო ტერმინალების მომსახურებაში იხდიან-გამოსავალი შიდა გადახდის სისტემებია“ - ხაბაშვილი

„რითეილერები EBITDA მარჟის 25%-ს საბანკო ტერმინალების მომსახურებაში იხდიან-გამოსავალი შიდა გადახდის სისტემებია“ - ხაბაშვილი

BM.GE

DCFTA-ის შედეგები რიცხვებში - საქართველო ევროკავშირის სავაჭრო რუკაზე

DCFTA-ის შედეგები რიცხვებში - საქართველო ევროკავშირის სავაჭრო რუკაზე

BM.GE

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

BM.GE

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

BM.GE