მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 9 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით 4.4 მილიონამდე გაიზარდა | ტურიზმის სტატისტიკა
9 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით 4.4 მილიონამდე გაიზარდა | ტურიზმის სტატისტიკა

9 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით 4.4 მილიონამდე გაიზარდა | ტურიზმის სტატისტიკა

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 15:56|bm.ge

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.04%-ით მეტია.

ტურისტულ ვიზიტებში წლიურად 2.3%-იანი ზრდაა. 9 თვეში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა.

ამასთან, 2026 წლის III კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო მოგზაურებში. ივლის-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 3,061,905 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 3.6% შეადგინა. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება მესამე კვარტალშიც - ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,131,908 შეადგინა, ზრდა 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 4.7%-ია.

რაც შეეხება შემოსავლებს, 9 თვეში შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.4%-ით (158.3 მილიონით აშშ დოლარით) აღემატება.

იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი შემოსავალი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ფიქსირდება და რეკორდულად მაღალ რაოდენობას აღწევს - 665.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 29.1%-ით აღემატება.

რეკორდულია შემოსავლების კუთხით მესამე კვარტალიც ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.9%-ით (198 მილიონი აშშ დოლარით) აღემატება.

მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან. ისრაელიდან შემოსავლები 46.7 მილიონი აშშ დოლარით (24.8%-ით) გაიზარდა და 234.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანიდან 12.4 მილიონი აშშ დოლარით (18.6%-ით) გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან რეკორდულად მაღალი რაოდენობის შემოსავალი - 310.2 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც 30.2%-ით, 72 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს აგრძელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას?რუსთავი 2
  • „დიდი შვიდეული“ ჩერნობილის დაზიანებული სარკოფაგის აღსადგენად 260 მილიონ ევროს გამოყოფსტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეიმედი
მილიონის →

მსგავსი სტატიები

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის 28 კრიტიკულ ენერგოობიექტზე მიიტანა იერიში

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის 28 კრიტიკულ ენერგოობიექტზე მიიტანა იერიში

BM.GE

საიდან განხორციელდა ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში? | TOP-15 ქვეყანა

საიდან განხორციელდა ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში? | TOP-15 ქვეყანა

BM.GE

NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები

NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები

BM.GE

ანაკლიის პორტამდე 18-კილომეტრიანი $200-მილიონიანი რკინიგზა თავდაპირველად ერთხაზიანი იქნება | რკინიგზამ ბაზრის კვლევა გამოაცხადა

ანაკლიის პორტამდე 18-კილომეტრიანი $200-მილიონიანი რკინიგზა თავდაპირველად ერთხაზიანი იქნება | რკინიგზამ ბაზრის კვლევა გამოაცხადა

BM.GE