მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „დიდი შვიდეული“ ჩერნობილის დაზიანებული სარკოფაგის აღსადგენად 260 მილიონ ევროს გამოყოფს
„დიდი შვიდეული“ ჩერნობილის დაზიანებული სარკოფაგის აღსადგენად 260 მილიონ ევროს გამოყოფს

„დიდი შვიდეული“ ჩერნობილის დაზიანებული სარკოფაგის აღსადგენად 260 მილიონ ევროს გამოყოფს

ტვ პირველი18 ოქტომბერი, 2026, 16:43|tvpirveli.ge

„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებული დამცავი კონსტრუქციის აღსადგენად 260 მილიონ ევროს გამოყოფენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის დრონით თავდასხმის შედეგად დაზიანებულმა სარკოფაგმა რადიოაქტიური მასალების შეკავების ძირითადი დამცავი ფუნქციები დაკარგა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ინფორმაციით, საუბარია სპეციალურ გუმბათზე, რომელიც 1986 წლის ბირთვული კატასტროფის დროს განადგურებულ მეოთხე რეაქტორს ფარავს.

დამცავი კონსტრუქცია 2025 წლის 14 თებერვალს რუსული დრონის დარტყმის შედეგად დაზიანდა. თავდასხმამ დაარღვია მისი ჰერმეტულობა, დააზიანა გარე და შიდა საფარი, ასევე უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სისტემები.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აცხადებენ, რომ ჩერნობილის დამცავი კონსტრუქციის დაზიანება მხოლოდ უკრაინის პრობლემა არ არის და ის საერთაშორისო ბირთვული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

წინასწარი შეფასებით, სარკოფაგის სრულფასოვანი აღდგენა სულ მცირე 500 მილიონი ევრო დაჯდება. შესაბამისად, G7-ის მიერ გამოყოფილი 260 მილიონი ევრო საჭირო თანხის მხოლოდ ნაწილია. საერთაშორისო პარტნიორებს დარჩენილი დაფინანსების მობილიზებისკენ მოუწოდებენ.

სპეციალისტების შეფასებით, სამუშაოები 2030 წლამდე უნდა დასრულდეს, რათა თავიდან აიცილონ კონსტრუქციის კოროზია და უსაფრთხოების დამატებითი რისკები.

ამასთან, საერთაშორისო სპეციალისტების ინფორმაციით, მიუხედავად დამცავი კონსტრუქციის დაზიანებისა, ჩერნობილის ტერიტორიაზე რადიაციის დონე დასაშვებ ფარგლებში რჩება.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში თითოეულ წევრ ასოციაციას $25 მილიონს ჰპირდება - მათ შორისაა საქართველოცBM.GE
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • თამთა მეგრელიშვილი პენსიების ზრდაზე: იმ რეალობაში, როცა სოციალური მიმართულება ბიუჯეტის მესამედზე მეტს შეადგენს, დამატებით 128 მილიონის გამოყოფა ადასტურებს, რომ მთავრობა, კანონის დაცვის პარალელურად, პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტით მოქმედებსრუსთავი 2
  • იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეიმედი
მილიონის →

მსგავსი სტატიები

„თუ აშშ რუსეთს დაუჭერს მხარს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება“ - ზელენსკი

„თუ აშშ რუსეთს დაუჭერს მხარს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება“ - ზელენსკი

ტვ პირველი

საფრანგეთში მასშტაბური არეულობის ფონზე ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მიმართავს

საფრანგეთში მასშტაბური არეულობის ფონზე ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მიმართავს

ტვ პირველი

რა მდგომარეობაშია გელათის მონასტერი - კულტურის სფეროს წარმომადგენლები კითხვებზე პასუხებს ითხოვენ

რა მდგომარეობაშია გელათის მონასტერი - კულტურის სფეროს წარმომადგენლები კითხვებზე პასუხებს ითხოვენ

ტვ პირველი

რუმინეთის საჰაერო სივრცეში ორი რუსული წარმოების დრონი შეიჭრა

რუმინეთის საჰაერო სივრცეში ორი რუსული წარმოების დრონი შეიჭრა

ტვ პირველი