ორიგინალი
9 თვის მაჩვენებლებით სექტორს 16-17%-იანი ზრდა ჰქონდა - “სინომი რიტეილი”
BM.GE·18:13

9 თვის მაჩვენებლებით სექტორს 16-17%-იანი ზრდა ჰქონდა - “სინომი რიტეილი”

29 ნოემბერი, 2026 · 18:13

წლის პირველ სამ კვარტალში რიტეილ სექტორს 16-17%-იანი სტაბილური ზრდა ჰქონდა, ხოლო მეოთხე კვარტალში, „შავი პარასკევისა“ და წინასაახალწლო პერიოდის ხარჯზე, კომპანიები მაღალ აქტივობასა და წლის დადებითი შედეგებით დახურვას ელიან. ამის შესახებ "სინომი რიტეილის" დირექტორმა "საქმის კურსში" სტუმრობისას განაცხადა.

"შედეგები სტაბილურად კარგია, არ ყოფილა დინამიკაში ცვლილება, სტაბილურად ორნიშნა ზრდაა და დაახლოებით 16-17%-ით გაუმჯობესებაა შარშანდელთან შედარებით. ამ ბოლო წლების განმავლობაში ასეთმა ზრდამ გვიბიძგა იმისკენ, რომ ახალი ბრენდების შემოყვანაზე გვეფიქრა. არაერთ ბრენდს ვესაუბრებით და, სხვათა შორის, ერთ-ერთი, რითაც თავი მოგვქონდა, ეს არის იმპორტის რეგულაციები — როგორი მარტივია საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით და ვარწმუნებდით მათ, რომ იგივე ლოგისტიკური ჰაბები საქართველოში გაეკეთებინათ. ჩვენ საერთაშორისო კომპანია ვართ, რამდენიმე ქვეყანაში ვართ და გვინდოდა, რომ საქართველოდან ხდებოდეს დისტრიბუცია ამ სხვადასხვა ბაზრებზე. ფინანსური მოდელებიც აწყობილი იყო იმ ვითარებაზე, რომელიც, ვთქვათ, 10 დღის წინ გვქონდა და ახლა ბევრი რამე იქნება თავიდან გადასათვლელი, შესათანხმებელი და შესაგუებელი [ტანსაცმლის განბაჟების ცვლილების გამო]. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებთ ამ სიტუაციის ნორმალიზებას.

ხვალ შავი პარასკევია, რიტეილში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღე. მომარაგებულია მაღაზიები ახალი კოლექციით, სპეციალურად ამ დღისთვის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პროდუქცია შემოდის ხოლმე მაღაზიებში და ველოდებით ძალიან ბევრ მომხმარებელს. ძალიან გვაინტერესებს, როგორი იქნება შედეგები. ვფიქრობ, რომ ახალი წლის პერიოდიც ძალიან აქტიურად ჩაივლის და წელიწადი ძალიან კარგი შედეგებით დაიხურება",-განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 9 თვის მაჩვენებლებით სექტორს 16-17%-იანი ზრდა ჰქონდა - “სინომი რიტეილი”

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·17:28

პირველი შემთხვევაა, როდესაც სადგურებს გენერაცია ნოემბერში ეზღუდებათ... დარგს სწორი დაგეგმვა სჭირდება - შუკაკიძე

პირველი შემთხვევაა, როდესაც სადგურებს გენერაცია ნოემბერში ეზღუდებათ... დარგს სწორი დაგეგმვა სჭირდება - შუკაკიძე
BM.GE·17:16

თბილისის აეროპორტში რუსეთიდან გამოგზავნილ ზეთის ქილებში დამალული 6 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში რუსეთიდან გამოგზავნილ ზეთის ქილებში დამალული 6 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ აღმოაჩინეს
BM.GE·17:00

მეწყრისა და ქვების ცვენის გამო ონი-საკაოს გზა ჩაკეტილია – 4 სოფელთან კავშირი შეზღუდულია

მეწყრისა და ქვების ცვენის გამო ონი-საკაოს გზა ჩაკეტილია – 4 სოფელთან კავშირი შეზღუდულია
BM.GE·16:53

საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს - საუბარი ბათუმში მატჩის დროს მომხდარ ინციდენტებს შეეხო

საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს - საუბარი ბათუმში მატჩის დროს მომხდარ ინციდენტებს შეეხო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.