ორიგინალი
საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს - საუბარი ბათუმში მატჩის დროს მომხდარ ინციდენტებს შეეხო
BM.GE·16:53

საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს - საუბარი ბათუმში მატჩის დროს მომხდარ ინციდენტებს შეეხო

29 ნოემბერი, 2026 · 16:53

დღეს, 29 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ყურადღება გაამახვილა ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩისას მომხდარ ინციდენტებზე.

სამინისტროს ცნობით, თურქი გულშემატკივრების ცალკეული ჯგუფების პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაშავება მოჰყვა. უწყებაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ქართულმა მხარემ სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გათვალისწინებით თურქ გულშემატკივრებს ტრიბუნებზე დასწრების საშუალება მისცა, სამართალდამცველებმა კი წესრიგის დაცვისა და გულშემატკივრების უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის საჭირო ზომები მიიღეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი პროვოკაციულ ქმედებებს სათანადოდ შეაფასებს და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას შეუწყობს ხელს, რათა ცალკეული ჯგუფების ქმედებებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ჩრდილი არ მიაყენოს. უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

26 ნოემბერს ბათუმში, „ბათუმი არენაზე“, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი პოლიციასა და თურქ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების გამო დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა. ინციდენტისას პოლიციამ წიწაკის სპრეი და სპეციალური საშუალებები გამოიყენა, ხოლო შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა სამი პოლიციელი და ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს, რომლებიც მეორე დღესვე გაათავისუფლეს.

მომხდარს თურქეთში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. „ბეშიქთაშმა“ ქართველი სამართალდამცველები არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი გამოძიება მოითხოვა. ინციდენტის გამო ერთმანეთს საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესაუბრნენ, საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. 28 ნოემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ ბათუმში განვითარებული მოვლენები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონეს არ შეესაბამება და თურქეთი თავისი მოქალაქეების მიმართ მსგავს მოპყრობას ვერ შეეგუება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს - საუბარი ბათუმში მატჩის დროს მომხდარ ინციდენტებს შეეხო

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 299 სტატია.

  • ფორმულა·14:20
    გამოძალვისა და თაღლითობისთვის ინტერპოლით ძებნილი პოლონეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს
  • ამბები.ge·13:27
    “გთხოვთ არ გამაკრიტიკოთ: რატომ შევძელი, როგორ შევძელი...“ - ბათუმში, 2025 წელს დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • აჭარის ტელევიზია·13:09
    ბათუმში FIDE-ს მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
  • შენი ბათუმი·10:28
    2026 წელს 2 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია აჭარას — ბათუმის სასტუმროებმა 95 პროცენტიანი დატვირთვა დაფიქსირეს
ბათუმშიმომხდართურქეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·17:28

პირველი შემთხვევაა, როდესაც სადგურებს გენერაცია ნოემბერში ეზღუდებათ... დარგს სწორი დაგეგმვა სჭირდება - შუკაკიძე

პირველი შემთხვევაა, როდესაც სადგურებს გენერაცია ნოემბერში ეზღუდებათ... დარგს სწორი დაგეგმვა სჭირდება - შუკაკიძე
BM.GE·17:16

თბილისის აეროპორტში რუსეთიდან გამოგზავნილ ზეთის ქილებში დამალული 6 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში რუსეთიდან გამოგზავნილ ზეთის ქილებში დამალული 6 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ აღმოაჩინეს
BM.GE·17:00

მეწყრისა და ქვების ცვენის გამო ონი-საკაოს გზა ჩაკეტილია – 4 სოფელთან კავშირი შეზღუდულია

მეწყრისა და ქვების ცვენის გამო ონი-საკაოს გზა ჩაკეტილია – 4 სოფელთან კავშირი შეზღუდულია
BM.GE·16:17

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.