მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აბას არაღჩი ჩინელ კოლეგას შეხვდა
აბას არაღჩი ჩინელ კოლეგას შეხვდა

აბას არაღჩი ჩინელ კოლეგას შეხვდა

BM.GE6 მაისი, 2026, 13:34|bm.ge

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი პეკინში ჩინელ კოლეგას, ვან ის შეხვდა. როგორც ირკვევა, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული სტაბილურობა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო უწყებამ ვიზიტი დონალდ ტრამპის ჩინეთში დაგეგმილ სახელმწიფო ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე დააორგანიზა. ანალიტიკოსების შეფასებით, თეირანი და პეკინი ინტერესებს დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სამიტის წინ ათანხმებენ. როგორც უცხოური მედია წერს, აბას არაღჩიმ ამ ვიზიტით ვაშინგტონს აჩვენა, რომ იგი საერთაშორისო იზოლაციაში არ იმყოფება. ექსპერტები მოელიან, რომ პეკინი ამ შეხვედრით ირანისაგან იმ ხედვას მოისმენს, რომელსაც ტრამპი-სის შეხვედრისას წარადგენს და ხელს შეუწყობს როგორც ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენას, ისე ნავთობის ფასების დასტაბილურებას.

შეგახსენებთ, ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაპირისპირება ირანული ნავთობის ექსპორტის გამო რამდენიმე კვირის წინ გამწვავდა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ჩინეთი თეირანისგან ნავთობის შესყიდვით ტერორიზმს აფინანსებს. პეკინმა ამ ბრალდებებს მალევე უპასუხა და განაცხადა, რომ ირანთან ვაჭრობა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ხორციელდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ კომპანიებს ამერიკული სანქციების იგნორირება უბრძანა, რისთვისაც სპეციალური დამბლოკავი მექანიზმი პირველად გამოიყენა.

შეგახსენებთ, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ უნდა გამართულიყო, აშშ-ირანის ომის გამო მაისის შუა რიცხვებამდე გადაიდო. არსებული ინფორმაციით, პეკინში ვიზიტისას ორი ქვეყნის ლიდერები როგორც გლობალურ, ისე უშუალოდ სავაჭრო საკითხებზე იმსჯელებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE