მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აბასთუმნის ობსერვატორიაში უცხოელებისთვის ტური გაძვირდა, სტუდენტური შეღავათი კი გაუქმდა|რა ღირს?
აბასთუმნის ობსერვატორიაში უცხოელებისთვის ტური გაძვირდა, სტუდენტური შეღავათი კი გაუქმდა|რა ღირს?

აბასთუმნის ობსერვატორიაში უცხოელებისთვის ტური გაძვირდა, სტუდენტური შეღავათი კი გაუქმდა|რა ღირს?

BM.GE12 მაისი, 2026, 16:37|bm.ge

აბასთუმნის ობსერვატორიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტურის ღირებულება გაორმაგდა, ხოლო სტუდენტებისთვის შეღავათიანი ტარიფი გაუქმდა.

როგორც BM.GE-სთან გიდმა ანა ტაბატაძემ განაცხადა, უცხოელებისთვის სერვისის გაძვირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე განიხილებოდა, რადგან მათთვის ცალკე სპეციალური ჯგუფები ფორმირდებოდა და მომსახურებას ობსერვატორიის გიდები უწევდნენ. მისივე თქმით, ცვლილებები უკავშირდება უცხოელი გიდების საქმიანობის ახალ რეგულაციებსაც.

ცვლილებების მიხედვით, უცხოელი ვიზიტორებისთვის დღის ტურის ფასი ერთ ადამიანზე 10 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდა, ხოლო ღამის ტურის ღირებულება 20 ლარიდან 40 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, სტუდენტები მომსახურებაში იმავე თანხას გადაიხდიან, რასაც საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები - დღის ტურის შემთხვევაში 10 ლარს, ღამის ტურისთვის კი 20 ლარს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურის საფასური არ შეცვლილა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდები აღარ გვყავს და ახალი რეგულაციის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც შესაბამისი დოკუმენტაციის არმქონე უცხოელ გიდებს ჯგუფის დამოუკიდებლად გაძღოლის უფლება აღარ ექნებათ, უცხოელი გამყოლები მხოლოდ თარჯიმნის ფუნქციას შეასრულებენ, ხოლო ტურს ჩვენი ორენოვანი გიდი გაუძღვება,“ - აცხადებს ანა ტაბატაძე.

1-ელი მაისიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს გიდად, კურიერად და ტაქსის მძღოლად მუშაობა აეკრძალათ. ამ სფეროებზე სახელმწიფომ ნულოვანი კვოტა დააწესა, რაც პრაქტიკულად მათ ჩაკეტვას ნიშნავს. კანონის დარღვევა ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს როგორც კომპანიებისთვის, ისე თავად უცხოელი დასაქმებულებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE