მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის ₾70-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა
აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის ₾70-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა

აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის ₾70-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა

BM.GE4 მაისი, 2026, 18:56|bm.ge

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმანში, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის 70 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება გაფორმდა შპს "საბა კონსტრაქშენთან", რომელიც ერთადერთი იყო, რომელმაც ტენდერში მიიღო მონაწილეობა.

ტენდერი Design-Build მეთოდით, დაბა აბასთუმანში სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა.

სამუშაოს პირველ ეტაპზე დაგეგმილი წინასაპროექტო კვლევების შედეგად განისაზღვრება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობა, ქუჩებისა და გზების განახლება და ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა-რეკონსტრუქცია.

"პროექტის მიზანია აბასთუმნის ისტორიული გარემოსა და კულტურული თავისებურებების შენარჩუნება და ამავდროულად, რეაბილიტაციის პროცესში თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. აბასთუმნის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას და კომფორტული გარემოს შექმნას ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის", - აცხადებენ მუნიციპალურ განვითარების ფონდში..

შესრულებული სამუშაოების სრული საგარანტიო ვადა ორი წელია.

აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის და მის გარშემო საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის გასული წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე 280 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამასთან, კურორტი განახლებული სახით ჯერ არ გახსნილა, ასევე არ გახსნილა ადგილზე მშენებარე რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო.

უცნობია მოხდება თუ არა კურორტის ოფიციალური გახსნა 2026 და 2027 წლებშიც, რადგან მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დამატებით გაფორმებული ₾70-მილიონიანი ხელშეკრულების განხორციელების ვადა ორწლიანია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE