მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე
არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 22:44|bm.ge

“დამერწმუნეთ, ეს არ არის წაგებიანი ბიზნესი” - ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი შიდა ფრენების სუბსიდირების პრაქტიკას დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ავიაკომპანიამ რეისების მართვა, ფასების რეგულირება და კონკურენცია სახელმწიფოს დოტაციის გარეშე თავად უნდა შეძლოს. როგორც მან “საქმის კურსთან” ინტერვიუში განაცხადა, თუ კომპანიები დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ ოპერირებას, მათ ამ მიმართულებაზე ფრენას თავი უნდა დაანებონ და ადგილი სხვას დაუთმონ.

“სუბსიდირება, როგორც წესი, ხდება სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდი კერძო სექტორმა შეძლოს შეღავათიანი ფასით მიმართულებების ათვისება, მაგრამ 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში ავიაკომპანიამ, რომელიც იგებს ამ ტენდერს, უნდა შეძლოს ის, რომ მივიდეს იმ ნიშნულამდე, რომ გარკვეული პერიოდის მერე მას აღარ დასჭირდეს სახელმწიფოს მხარდაჭერა და დოტაცია, სუბსიდირება და საკუთარი ძალებით შეძლოს უკვე ამ რეისების მართვა, შენარჩუნება, ფასების რეგულირება, კონკურენცია და ა.შ.

არ შეიძლება მუდმივად სახელმწიფოს დოტაციაზე და სახელმწიფოს წვეთოვანზე იყოს მიერთებული ნებისმიერი კომპანია. სხვათა შორის, ამას ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებიც კრძალავენ, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს კერძო სექტორის განვითარებაში. მაგრამ სახელმწიფომ ეს ნაბიჯი რომ გადადგა ტურიზმის განვითარებისთვის, გააკეთა იმისთვის, რომ შენ რაღაც პერიოდის მერე ეს დამოუკიდებლად შეძლო.

თუ ვერ ახერხებენ ამას კომპანიები და არ არის მოგებიანი მიმართულება ეს მათთვის, მაშინ ამ მიმართულებაზე ფრენას თავი უნდა დაანებონ და ამ შემთხვევაში ასეთ ტენდერში მონაწილეობა აღარ უნდა მიიღონ. გამოჩნდება აუცილებლად სხვა მსურველი, ამ მსურველები. დამერწმუნეთ, ეს არ არის წაგებიანი ბიზნესი. გარკვეული პერიოდის მერე შედეგი სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ის, რომ მას აღარ დასჭირდეს ამ მიმართულებებზე დოტაციის და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაღება”,-აცხადებს იასე ზაუტაშვილი.

შეგახსენებთ, ამჟამად შიდა ფრენებს საქართველოში მხოლოდ ერთი ავიაკომპანია აკ-ეარ ჯორჯია ახორციელებს. 2024 წელს გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, რადგან მასში სხვა არცერთმა ავიაკომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო. იმის გამო, რომ შიდა ფრენებით სხვა დაინტერესებული ავიაკომპანია არ ჩანს, შიდა ფრენებზე სახელმწიფომ აკ-ეარს ხელშეკრულება კიდევ გაუხანგრძლივა. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, აეროპორტების გაერთიანებამ შპს „აკ-ეარ ჯორჯიასთან“ 2018 წლის სექტემბერში დადებული ხელშეკრულება ისევ გაახანგრძლივა, ამჯერად 2026 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა განახლებული ხელშეკრულებით შიდა ფრენები საავიაციო საწვავის გაძვირების გამო, მთავრობას 6.5%-ით გაუძვირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან დანიშვნიდან 5 თვის შემდეგ საგამოძიებო სამსახურის უფროსი?

რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან დანიშვნიდან 5 თვის შემდეგ საგამოძიებო სამსახურის უფროსი?

BM.GE

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BM.GE

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

BM.GE

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

BM.GE