მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აჭარაში მეღვინეობა „ჩხაველმა“ წლევანდელი მოსავლის 40% დაკარგა - რა გავლენა იქონია უხვმა ნალექმა წარმოებაზე
აჭარაში მეღვინეობა „ჩხაველმა“ წლევანდელი მოსავლის 40% დაკარგა - რა გავლენა იქონია უხვმა ნალექმა წარმოებაზე

აჭარაში მეღვინეობა „ჩხაველმა“ წლევანდელი მოსავლის 40% დაკარგა - რა გავლენა იქონია უხვმა ნალექმა წარმოებაზე

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 00:55|bm.ge

აჭარაში უხვმა ნალექმა საოჯახო მეღვინეობა „ჩხაველის“ წლევანდელი მოსავლის დაახლოებით 40% გაანადგურა. როგორც მარნის თანადამფუძნებელმა მაკა თედორაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, განსაკუთრებით რთული სეზონი ორგანული მიმართულებით მომუშავე მეღვინეებისთვის აღმოჩნდა, რადგან მაღალი ტენიანობისა და ხშირი ნალექის პირობებში ყურძნის ქიმიური პრეპარატების გარეშე დაცვა რთულდება.

„წლევანდელი წელი საკმაოდ სუსტი იყო. უხვი ნალექი გვქონდა და განსაკუთრებით ორგანული მიმართულებით რთულია ასეთ პირობებში ყურძნის შენარჩუნება, რადგან ქიმიურ პრეპარატებს არ ვიყენებთ. ჩვენი ფილოსოფია ბუნებასთან მაქსიმალური ჰარმონიაა. წელს დაახლოებით 40% დავკარგეთ მოსავლის. ამინდი ძალიან დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით აჭარაში, სადაც მაღალი ტენიანობა და უხვი ნალექი მევენახეობას ართულებს“, - განმარტავს მაკა თედორაძე.

მიუხედავად დანაკარგისა, მარანი წარმოების არსებულ მიდგომას ინარჩუნებს. თედორაძის შეფასებით, მცირე მასშტაბის წარმოება და ადგილობრივი ყურძნის ჯიშები აჭარულ ღვინოს განსხვავებულ მახასიათებლებს სძენს, რაც მომხმარებლების ინტერესსაც განაპირობებს.

„ვფიქრობ, სწორედ მცირე წარმოება, ადგილობრივი ჯიშები და ბუნებასთან სიახლოვე ქმნის იმ განსაკუთრებულობას, რომელიც ღვინის მოყვარულებისთვის საინტერესოა. ჩვენი მომხმარებლებიც აღნიშნავენ, რომ ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი ღვინოები გვაქვს“, – ამბობს მეღვინეობის თანადამფუძნებელი.

სოფელ ერგეში, ბათუმიდან 10 კილომეტრში მდებარე „მეღვინეობა ჩხაველი“ 2023 წლიდან ფუნქციონირებს. მარანი მაკა თედორაძემ მეუღლესთან ერთად დააფუძნა. პროფესიით ფინანსისტმა მეღვინეობის მიმართულებით ცოდნა სასერტიფიკატო კურსის გავლით მიიღო, პირველი ღვინო კი ოჯახის ვენახში მოყვანილი ყურძნისგან დაამზადა. დღეს მეღვინეობა წელიწადში დაახლოებით 2 000-2 500 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაციას რამდენიმე რესტორანში ახორციელებს, სამომავლოდ კი წარმოების გაზრდასა და საექსპორტო ბაზრებზე გასვლას გეგმავს. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის დასავლეთის ქვეყნებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სექტემბერში სასტუმროში განთავსება საშუალოდ ₾130-დან ₾546-მდე ღირდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მაღალი ფასი?

სექტემბერში სასტუმროში განთავსება საშუალოდ ₾130-დან ₾546-მდე ღირდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მაღალი ფასი?

BM.GE

შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი

შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი

BM.GE

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

BM.GE

Dumbó Eco Camp-ისთვის გურიაში მთავარი გამოწვევა მოკლე ტურისტული სეზონი და ამინდია

Dumbó Eco Camp-ისთვის გურიაში მთავარი გამოწვევა მოკლე ტურისტული სეზონი და ამინდია

BM.GE