მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?
როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 00:35|bm.ge

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების ისტორიულმა გამარჯვებამ ამერიკელ მილიარდერებს შორის მკვეთრი დაპირისპირება გამოიწვია.

როგორც იცით რეკორდული დაფინანსების მიუხედავად, ყველაზე მსხვილი დონორის, ილონ მასკის რჩეულმა რესპუბლიკელმა კანდიდატებმა ტეხასის სენატისა და გუბერნატორის არჩევნებში მარცხი განიცადეს.

მასკმა ქვეყნის მასშტაბით დახარჯული $500 მილიონიდან თითქმის ნახევარი, $225 მილიონი, სწორედ ტეხასის შტატში მიმართა, თუმცა ის მაინც დამარცხდა. წარუმატებლობის შემდეგ ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში იხუმრა, რომ მისი სატელიტური ლაზერები არჩევნებში ჩასარევად არაეფექტურები აღმოჩნდნენ და ახლა უმჯობესია მონაცემთა ცენტრები არა ტეხასში, არამედ პირდაპირ კოსმოსში ააშენოს.

პოლიტიკური დებატების და ხმაურის მიღმა, ინვესტორების ნაწილმა ხელოვნური ინტელექტის ბუმის შეფერხების რისკებზე გაამახვილა ყურადღება. ჰეჯ-ფონდ Pershing Square-ის დამფუძნებელმა ბილ აკმანმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროცესის შენელება ქვეყნის უპირატესობას საფრთხეს შეუქმნის. მისი თქმით, ტექნოლოგიური სექტორის შესუსტების ერთადერთი გზა მონაცემთა ცენტრების მშენებლობის შეჩერებაა, რომელსაც, როგორც ჩანს, დემოკრატები საკმაოდ აქტიურად განიხილავენ.

აღნიშნული საფრთხე განსაკუთრებით ტეხასში გამოიკვეთა, სადაც გუბერნატორის პოსტი დემოკრატმა კანდიდატმა დაიკავა, რომელიც ახალი Data-ცენტრების მშენებლობაზე მკაცრი რეგულაციების მიღებამდე მორატორიუმის დაწესებას უჭერს მხარს.

ჰეჯ-ფონდების წარმომადგენლების შეფასებით, პოლიტიკური ცვლილებების გამო, 2027 წელს ქვეყანას დაგეგმილი 15 გიგავატამდე სიმძლავრის ქსელი ვეღარ შეემატება, რადგან დემოკრატები მონაცემთა ცენტრების მშენებლობას ხელოვნურად შეაფერხებენ, ეს კი, საერთო ჯამში, იმას გამოიწვევს, რომ შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ცენტრების 10% სავარაუდოდ აღარ აშენდება.

შექმნილი ვითარების ფონზე, AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ AI-ის მიმართ საზოგადოების მზარდი წინააღმდეგობა აღიარა. მან ტექნოლოგიურ კომპანიებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტი სარგებლის გაზიარებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ ინდუსტრიის მთავარი ამოცანა ტექნოლოგიური პროგრესით ყველასთვის თანაბარი სარგებლის მოტანაა და არა სამუშაო ძალის AI-ით ჩანაცვლება.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, პოლიტიკური გაურკვევლობის შემცირებას უოლ-სტრიტმა აქციების მკვეთრი ზრდით უპასუხა. სავაჭრო სესიის დასრულებისას Dow Jones ინდექსი 3%-ით გაიზარდა, S&P 500-მა 1.6%-ით მოიმატა, ხოლო Nasdaq-ის მაჩვენებელი 1.5%-ით გაიზარდა. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების კაპიტალიზაცია ერთ დღეში $1 ტრილიონზე მეტით გაიზარდა, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტების შენელებამ გიგანტების ხარჯვითი წნეხი შეამცირა და არსებული ობიექტების ღირებულება ავტომატურად გაზარდა.

მოკლევადიანი პოლიტიკური სპეკულაციების და რყევების მიუხედავად, ისტორიული მონაცემები ცხადყოფს, რომ შუალედური არჩევნების შემდგომი პერიოდი საფონდო ბირჟისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ფაზაა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1942 წლიდან მოყოლებული, აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდგომი 12 თვის განმავლობაში, S&P 500 ინდექსს უარყოფითი შედეგი არასდროს უჩვენებია.

ამ ერთწლიან პერიოდში ბაზრის საშუალო წლიური ამონაგები დაახლოებით 15%-ს შეადგენს, რაც საგრძნობლად აღემატება სტანდარტული წლების მაჩვენებლებს. ამ ანომალიის მიზეზი ისაა, რომ ბირჟისთვის საარჩევნო ციკლის დასრულება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უშუალოდ ის, თუ რომელი პარტია გაიმარჯვებს. არჩევნების დასრულება ხსნის პოლიტიკურ გაურკვევლობას, რაც ინვესტორებსა და კორპორაციებს გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის საშუალებას აძლევს.

უფრო მეტიც, ისტორია იმასაც ცხადყოფს, რომ საფონდო ბირჟისთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, კონგრესს დემოკრატები აკონტროლებენ თუ რესპუბლიკელები – მთავარია იყოს სტაბილურობა და განჭვრეტადობა, რათა ბიზნესი მომავლისთვის თამამად მოემზადოს.

ერთ მხარეს დემოკრატების კონგრესი და მეროე მხარეს - დონალდ ტრამპი, შესაძლოა, ეკონომისთვის საუკეთესო მოცემულობა გახდეს, რადგან ვერცერთი მხარე ვერ მიიღებს რადიკალურ გადაწყვეტილებებს და ძალაუფლება საღი აზრის კონტროლს დაექვემდებარება, ეს კი ზოგჯერ ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • ზელენსკი იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნების შედეგები დახმარების გაზრდაზე იმოქმედებსფორმულა
  • ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს – ქურდოვანიძის განმარტებანეტგაზეთი
  • ბელგიის პრემიერი გადადგომას ითხოვს - ქვეყანაში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოსრუსთავი 2
  • ცნობილია ვინ გაიმარჯვა ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიტვ პირველი
არჩევნები →

მსგავსი სტატიები

შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი

შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი

BM.GE

Dumbó Eco Camp-ისთვის გურიაში მთავარი გამოწვევა მოკლე ტურისტული სეზონი და ამინდია

Dumbó Eco Camp-ისთვის გურიაში მთავარი გამოწვევა მოკლე ტურისტული სეზონი და ამინდია

BM.GE

აშშ-ის მთავარი S&P 500-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა, Nasdaq-მა 5% დაკარგა - ვითარება ბირჟებზე

აშშ-ის მთავარი S&P 500-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა, Nasdaq-მა 5% დაკარგა - ვითარება ბირჟებზე

BM.GE

თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იქნება, აუცილებლად მივალთ უვიზო რეჟიმის შეჩერებამდე - მიშველიძე

თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იქნება, აუცილებლად მივალთ უვიზო რეჟიმის შეჩერებამდე - მიშველიძე

BM.GE