მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აჭარაში, ვეტერინარულ კლინიკაში „ოთხი თათი“ ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი აღმოჩნდა - სეს
აჭარაში, ვეტერინარულ კლინიკაში „ოთხი თათი“ ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი აღმოჩნდა - სეს

აჭარაში, ვეტერინარულ კლინიკაში „ოთხი თათი“ ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი აღმოჩნდა - სეს

BM.GE21 მაისი, 2026, 00:54|bm.ge

აჭარაში, ვეტერინარულ კლინიკაში „ოთხი თათი“ ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი გამოვლინდა. შემთხვევა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარული მიმართულებით კონტროლს ქვეყნის მასშტაბით გეგმურად ახორციელებდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური შემოწმება განახორციელეს ინდივიდუალური მეწარმე ზ. გ.-ის კუთვნილ ვეტერინარულ კლინიკაში „ოთხი თათი“, რომელიც ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩა N22-ზე მდებარეობს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ობიექტზე ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო ზედამხედველობას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სერვისების უსაფრთხოება და დადგენილი რეგულაციების დაცვა.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, ნებისმიერი დარღვევის ან საეჭვო ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE