მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წყლის პროექტების დაფინანსების ათვისებაში გარკვეული გამოწვევებია | გიორგი კაკაურიძე
წყლის პროექტების დაფინანსების ათვისებაში გარკვეული გამოწვევებია | გიორგი კაკაურიძე

წყლის პროექტების დაფინანსების ათვისებაში გარკვეული გამოწვევებია | გიორგი კაკაურიძე

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 21:33|bm.ge

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ წყლის და წყალარინების პროექტების მიმართულებით დაფინანსების ათვისების გამოწვევა არსებობს. მან ამის შესახებ პარლამენტში, საბიუჯეტო დაფინანსებასა და შესაბამის პროექტებზე თანხის ათვისების პრობლემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც ამ მიმართულებით ხარვეზების აღმოსაფხვრელად გადაიდგა.

"წელს, წყლის პროექტებს 280 მილიონი ლარი გამოეყოფა და ჯამში მხოლოდ რეგიონული განვითარების სამინისტროს ნაწილში 565 მილიონი ლარი იქნება. გარდა ამისა, აჭარის მიმართულებით ცალკე პროექტია გამოყოფილი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა განკარგავს და ჯამში დაახლოებით 620 მილიონი ლარია გამოყოფილი წყლის და წყალარინების მიმართულებით.

რაც შეეხება აუთვისებლობებს, აქ გეთანხმებით, რომ არის გარკვეული გამოწვევები. ტენდერები ცხადდებოდა ეგრეთ წოდებული სამშენებლო ასოციაციის წიგნის მიხედვით. იქიდან ითვლებოდა ხარჯთაღრიცხვა თითოეული პროექტის მიხედვით და შემდგომში წინა კვარტალის ფასებით ხდებოდა დაახლოებით ორი კვარტალის შემდეგ ფასების გადახედვა. არ ვიცი რატომ, თუმცა კომპანიების მხრიდანაც გარკვეული რისკების გაწევა ხდებოდა და კიდევ უფრო დაბალ დონეზე იწეოდა ფასები და საბოლოო ჯამში არ სრულდებოდა პროექტები. ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში იმ დონის კომპანიები არ არიან, რომლებიც ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის ერთდროულად შესრულებას შეძლებენ. შესაბამისად, რა გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული, მათ შორის, როგორც შესყიდვების, ასევე ფასწარმოქმნის ნაწილში: ერთი იყო, რომ საბაზრო ფასების გამოქვეყნება ექსპერტიზის ბიურომ დაიწყო და ტენდერის ყოველთვიურად უკვე ახალი საბაზრო ფასებით გამოცხადდება. მეორე შესყიდვების პროცესში ინდექსაციის მექანიზმი გარკვეულწილად კომპანიების რისკების დაზღვევას უზრუნველყოფს იმ კუთხით, რომ თუ რაიმე მიმართულებით ფასები გაიზარდა, ეს ავტომატურად მათ დანახარჯებს თუ გაზრდის, შესაბამისად, გამოიწვევს ბიუჯეტიდან მათი ამ კომპონენტების ანაზღაურებას, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა. მსოფლიო ბანკის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების საერთაშორისო შესყიდვების წესებში ეს გამოიყენება და ამ მიმართულებით ეტაპობრივად მივდივართ", - ამბობს გიორგი კაკაურიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, „ოცნების ქალაქის“ II ეტაპისთვის ₾40.5 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, „ოცნების ქალაქის“ II ეტაპისთვის ₾40.5 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?

BM.GE

ბრალდებულმა დაზარალებულს კომპანიის წილის გადაფორმებას დაჰპირდა და ₾400 000 მიისაკუთრა | პროკურატურა

ბრალდებულმა დაზარალებულს კომპანიის წილის გადაფორმებას დაჰპირდა და ₾400 000 მიისაკუთრა | პროკურატურა

BM.GE

ექსპორტის რაოდენობა კი მცირდება, მაგრამ ქართული ღვინო უფრო დაფასებული ხდება | ლევან მეხუზლა

ექსპორტის რაოდენობა კი მცირდება, მაგრამ ქართული ღვინო უფრო დაფასებული ხდება | ლევან მეხუზლა

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

BM.GE