მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ADB ელის, რომ საქართველოში ზრდა 6.3%, სომხეთში 5%, აზერბაიჯანში კი 1.6% იქნება|პროგნოზები
ADB ელის, რომ საქართველოში ზრდა 6.3%, სომხეთში 5%, აზერბაიჯანში კი 1.6% იქნება|პროგნოზები

ADB ელის, რომ საქართველოში ზრდა 6.3%, სომხეთში 5%, აზერბაიჯანში კი 1.6% იქნება|პროგნოზები

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 15:54|bm.ge

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) სექტემბრის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. უახლესი პროგნოზის თანახმად, კავკასიის, ცენტრალური და დასავლეთი აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდა მცირედიც შემცირებულია.

კერძოდ, საფინანსო ინსტიტუტმა რეგიონის როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო წლის ზრდის პროგნოზი, ივლისის შეფასებასთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით შეამცირა და ელის, რომ 2026 წელს ზრდა 3.7% იქნება, 2027 წელს კი 4.1%. ეს ცვლილება ასახავს აზერბაიჯანის, ტაჯიკეთისა და თურქეთის ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ პროგნოზებს.

ამასთან, ADB-მ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა და აღნიშნავს, რომ ეკონომიკამ წლის პირველ ნახევარში, მიუხედავად გარე შოკებისა, მდგრადობა შეინარჩუნა.

კავკასიის, ცენტრალური და დასავლეთი აზიის რეგიონის სექტემბრის განახლებული პროგნოზები ქვეყნების მიხედვით ასეთია:

• საქართველო: 6.3% (0.8 ზრდა პ.პ.-ით) • უზბეკეთი: 7% (0.3 ზრდა პ.პ.-ით) • ყირგიზეთი: 8.9% (უცვლელი) • თურქმენეთი: 6.3% (უცვლელი) • სომხეთი: 5% (უცვლელი) • ყაზახეთი: 4.8% (უცვლელი) • ტაჯიკეთი: 7% (0.3 შემცირება პ.პ.-ით) • თურქეთი: 2.8% (0.3 შემცირება პ.პ.-ით) • აზერბაიჯანი: 1.6% (0.4 შემცირება პ.პ.-ით)

ამასთან, ADB მიუთითებს, რომ 2025 წელთან შედარებით, ფასების ზრდის წნეხი გაძლიერდა სომხეთში, საქართველოში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში, მაშინ როდესაც ინფლაცია შენელდა ყაზახეთში, თურქეთსა და უზბეკეთში. უახლესი შეფასებით, მოსალოდნელია, რომ მთლიანი რეგიონის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 23.1% იქნება, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია ივლისის პროგნოზზე. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის დეტალური პროგნოზები ასეთია:

• საქართველო: 5.2% (0.3 ზრდა პ.პ.-ით) • თურქეთი: 31.5% (1.8 ზრდა პ.პ.-ით) • აზერბაიჯანი: 5.9% (0.2 ზრდა პ.პ.-ით) • უზბეკეთი: 6.7% (0.2 ზრდა პ.პ.-ით) • სომხეთი: 4.2% (უცვლელი) • ყაზახეთი: 10.4% (უცვლელი) • ყირგიზეთი: 11.2% (უცვლელი) • ტაჯიკეთი: 4.5% (უცვლელი) • თურქმენეთი: 6% (უცვლელი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE