მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ADB-მ ASEAN-ის ქვეყნების მხარდასაჭერად $30 მილიარდის მობილიზების გეგმა წარადგინა
ADB-მ ASEAN-ის ქვეყნების მხარდასაჭერად $30 მილიარდის მობილიზების გეგმა წარადგინა

ADB-მ ASEAN-ის ქვეყნების მხარდასაჭერად $30 მილიარდის მობილიზების გეგმა წარადგინა

BM.GE9 მაისი, 2026, 01:32|bm.ge

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) წევრი სახელმწიფოების მხარდასაჭერად, 2030 წლამდე, $30 მილიარდის მობილიზების გეგმა წარადგინა. როგორც ირკვევა, აღნიშნული ფინანსური პაკეტი მიზნად რეგიონის გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტების ხელშეწყობასა და გარე შოკებისადმი მდგრადობის ამაღლებას ისახავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გამოყოფილი თანხიდან $6 მილიარდი კაპიტალის ბაზრების გაძლიერებას, $5 მილიარდი კი ASEAN-ის ერთიანი ენერგოსისტემის განვითარებას მოხმარდება. სიცხადისთვის, ეს უკანასკნელი ბანკის იმ მასშტაბური ინიციატივის ნაწილია, რომელიც 2035 წლამდე ენერგოქსელების მხარდასაჭერად ჯამში $10 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს. ADB-ს მიერ დამტკიცებული თანხები ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში ინვესტიციებს, „ლურჯი ეკონომიკის“ ხელშეწყობასა და მდინარეების ეკოსისტემების მდგრადობის გაძლიერებასაც მოხმარდება.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასატო კანდამ განაცხადა, რომ ASEAN-ის წევრ სახელმწიფოებს მკაფიო პრიორიტეტები აქვთ, თუმცა გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პერიოდში მათი რეალიზება მთავარ გამოწვევად რჩება. ფილიპინებში, ASEAN-ის 48-ე სამიტზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ADB რეგიონის ძირითადი პარტნიორის სტატუსით, სახელმწიფო და კერძო სექტორებში კაპიტალის დაბანდებას კვლავაც აქტიურად გააგრძელებს.

საყურადღებოა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ბანკი რეგიონს მიწოდების ჯაჭვების შეფერხებით გამოწვეული პრობლემების დაძლევაში დაეხმარება. ფისკალური წნეხის ქვეშ მყოფი ეკონომიკების სტაბილიზაციისთვის, ADB საბიუჯეტო დახმარების სწრაფად გაცემის მექანიზმებს გამოიყენებს. საუბარია ჯამურად $70 მილიარდზე. ამას გარდა, ნავთობის იმპორტის მხარდასაჭერად, ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა დროებით კვლავ ამოქმედდა.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკი რეგიონული განვითარების საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის აღმოფხვრასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE