მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ADB-მ ბაქოს მეტროს მოდერნიზაციისთვის $302.38 მილიონი გამოყო
ADB-მ ბაქოს მეტროს მოდერნიზაციისთვის $302.38 მილიონი გამოყო

ADB-მ ბაქოს მეტროს მოდერნიზაციისთვის $302.38 მილიონი გამოყო

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 22:33|bm.ge

აზიის განვითარების ბანკმა ბაქოს მეტროს სასიგნალო სისტემის მოდერნიზაციისა და საოპერაციო საქმიანობის გაციფრულებისთვის $302.38 მილიონის ოდენობის სესხი დაამტკიცა.

ახალი დაფინანსება აზერბაიჯანის დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის უსაფრთხოებას, საიმედოობასა და მომსახურების ეფექტიანობას გაზრდის.

პროექტი ძველი სასიგნალო სისტემის მატარებელთა მართვის თანამედროვე ტექნოლოგიით ჩანაცვლებასა და სადისპეტჩერო ცენტრის განახლებას ითვალისწინებს. საინვესტიციო პაკეტი პიკის საათებში მატარებლების მოძრაობის ინტერვალების შემცირებასა და ტექნიკური შეფერხებების რისკის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის საერთო ღირებულება $515.07 მილიონს შეადგენს. ამ თანხიდან $79.98 მილიონს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი გამოყოფს, აზერბაიჯანის მთავრობა კი საკუთარი ბიუჯეტიდან $132.71 მილიონს მიმართავს.

ინფორმაციისთვის, ეს ინიციატივა ბაქოს მეტროს გაფართოების $2.6-მილიარდიანი სამთავრობო პროგრამის შემადგენელი ნაწილია. მასშტაბური გეგმა ცხრა ახალი სადგურისა და ორი დეპოს მშენებლობას, 20 კილომეტრის სიგრძის გვირაბების გაყვანას და 300 ახალი ვაგონის შეძენას გულისხმობს.

ცნობისთვის, ბაქოს მეტრო 41 კილომეტრის სიგრძის ქსელსა და 27 სადგურს აერთიანებს. 2025 წელს დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტით 220.4 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოძრაობს, თუ - არა თბილისში პიკის საათში 900 ათასი ავტომობილი? - რას აჩვენებს სტატისტიკა

მოძრაობს, თუ - არა თბილისში პიკის საათში 900 ათასი ავტომობილი? - რას აჩვენებს სტატისტიკა

BM.GE

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო

BM.GE

სებ-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

სებ-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

BM.GE

Apple-მა სახლის ახალი ჭკვიანი მოწყობილობა HomeView წარადგინა

Apple-მა სახლის ახალი ჭკვიანი მოწყობილობა HomeView წარადგინა

BM.GE