მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ადგილობრივ ფერმერებს რითეილთან პრობლემები არ აქვთ" - რითეილ ასოციაცია ე.წ. არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის კანონპროექტზე
"ადგილობრივ ფერმერებს რითეილთან პრობლემები არ აქვთ" - რითეილ ასოციაცია ე.წ. არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის კანონპროექტზე

"ადგილობრივ ფერმერებს რითეილთან პრობლემები არ აქვთ" - რითეილ ასოციაცია ე.წ. არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის კანონპროექტზე

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 21:36|bm.ge

„საქართველოს რითეილ ასოციაცია“ „სურსათის მიწოდების ჯაჭვში არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ“ კანონის შემოტანის საჭიროებას ვერ ხედავს. კანონპროექტი ერთ-ერთია იმ 65 ინიციატივიდან, რომელსაც მთავრობა პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე განსახილველად წარუდგენს.

როგორც რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი BMG-სთან აცხადებს, სექტორი საკანონმდებლო განხილვებში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა, ამ ეტაპზე, დოკუმენტის დეტალურ შინაარსს ელოდება. ხაბაშვილის განმარტებით, ვინაიდან კანონპროექტი ახალი დარეგისტრირებულია, ასოციაციისთვის მისი დეტალური შინაარსი ჯერ ცნობილი არ არის. მისივე თქმით, საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია დოკუმენტის გაცნობა.

ამასთან, ხაბაშვილის განმარტებით, ქართული რითეილ სექტორი ისედაც მუდმივად ორიენტირებულია ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერაზე. მისი თქმით, თითოეულ ქსელს აქვს შიდა პოლიტიკა, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებს.

„ჩემი ინფორმაციით, ადგილობრივ ფერმერებს რითეილის წარმომადგენლებთან პრობლემები არ აქვთ. თუმცა, თუ კანონმდებელი ჩათვლის, რომ დღევანდელი დადებითი პრაქტიკა მომავალშიც უნდა დავაზღვიოთ საკანონმდებლო დონეზე, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუ ეს ყველაფერი სექტორისთვის პოზიტიურად წარიმართება, ჩვენ ამას მივესალმებით“ - ამბობს გიორგი ხაბაშვილი BMG-სთან.

რაც შეეხება იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებას, რითეილ ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, მსოფლიო პრაქტიკა, როგორც წესი, ადგილობრივი წარმოების დაცვას ითვალისწინებს და არა იმპორტის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას.

„მთელ მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა, რომ ადგილობრივ წარმოებას და ფერმერულ მეურნეობებს საკანონმდებლო დაცვა გააჩნიათ ზუსტად იმისათვის, რომ იმპორტთან მიმართებით ჰქონდეთ გარკვეული უპირატესობა. არ მგონია, რომ არსებობდეს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმპორტის გაძლიერებას ადგილობრივ წარმოებასთან მიმართებით. ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ მეგულება“, - აცხადებს ხაბაშვილი.

ცნობისთვის, სურსათის მიწოდების ჯაჭვში არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარადგენს. ინიციატივის შემოტანა ე.წ. ფასების კომისიის მუშაობას უკავშირდება.

კანონპროექტის მოკლე აღწერის თანახმად, ის ძირითადად, მწარმოებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე იქნება ორიენტირებული.

დისტრიბუტორები შიშობენ, რომ კანონპროექტის არსებული ფორმატი ბაზარზე არსებულ რეალურ გამოწვევებს ვერ უპასუხებს - კანონის მოქმედების სფეროს მხოლოდ მწარმოებლებით შემოფარგვლა ბაზრისთვის შედეგის მომტანი ვერ იქნება. მათი შეფასებით, რეგულაცია უნდა შეეხოს მიმწოდებლების სრულ სპექტრს და არა მხოლოდ მწარმოებლებს, რათა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი ეკონომიკური ვითარებაა კავკასიის რეგიონის ქვეყნებში?

როგორი ეკონომიკური ვითარებაა კავკასიის რეგიონის ქვეყნებში?

BM.GE

რუსეთში ხორბლის გაიაფების მიუხედავად, პურ-ფუნთუშეული გაძვირდა - მედია

რუსეთში ხორბლის გაიაფების მიუხედავად, პურ-ფუნთუშეული გაძვირდა - მედია

BM.GE

პუტინის თქმით, რუსეთში უცხოური ინვესტიციების შედინება გრძელდება

პუტინის თქმით, რუსეთში უცხოური ინვესტიციების შედინება გრძელდება

BM.GE

კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ვაშლის მოსავლიანობის დათვლის მეთოდიკის მოგვარებაში ჩაერთვება - ზურაბ გოჯიაშვილი

კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ვაშლის მოსავლიანობის დათვლის მეთოდიკის მოგვარებაში ჩაერთვება - ზურაბ გოჯიაშვილი

BM.GE