მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ადგილობრივი წარმოების გაძლიერების ერთადერთი რეალური შანსი სუბსიდირებაა” – “გარდაბნის მეცხოველეობა”
“ადგილობრივი წარმოების გაძლიერების ერთადერთი რეალური შანსი სუბსიდირებაა” – “გარდაბნის მეცხოველეობა”

“ადგილობრივი წარმოების გაძლიერების ერთადერთი რეალური შანსი სუბსიდირებაა” – “გარდაბნის მეცხოველეობა”

BM.GE18 ივნისი, 2026, 22:30|bm.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსხვილფეხა პირუტყვის ფერმების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც კერძო სექტორში ამბობენ, შეხვედრის მთავარი თემა იყო იმპორტის ჩანაცვლება და ადგილობრივი მწარმოებლების კავშირის გაძლიერება სარეალიზაციო ქსელებთან, თუმცა ბიზნესი ამბობს, რომ დეფიციტური საქონლის რეალიზაციის პრობლემა ნაკლებად დგას დღის წესრიგში.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ამ სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. “გარდაბნის მეცხოველეობის” დირექტორი ამბობს, რომ მართალია სახელმწიფო ეხმარება ფერმერებს კაპიტალურ დანახარჯებში, თუმცა საოპერაციო ხარჯები გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. იმპორტის ჩანაცვლებისთვის კი საჭიროა წარმოების გაზრდა, რაც დიდ კაპიტალს მოითხოვს.

“ფინანსების სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ საქართველოში ფინანსები ძალიან ძვირია. ჩვენ ხომ კონკურენციას ვუწევთ გარე ბაზრებს, როცა იმპორტზეა საუბარი. ყველა ქვეყანაში რეალურად ადგილობრივი წარმოება სუბსიდირებულია და როდესაც საქონლის ხორცის წარმოებაზე ვსაუბრობთ, საქართველოში საოპერაციო ნაწილი არ არის სუბსიდირებული. კაპიტალურ ნაწილში ფერმის მშენებლობაზე სახელმწიფო თანხმობას აცხადებს, რომ თანადაფინანსების პროცენტში მიეხმაროს ფერმერს, მაგრამ საოპერაციო ნაწილი, რომელიც სამჯერ და ოთხჯერ უფრო მეტია რეალურად, იმაში ჯერჯერობით არ მიჰყვება სახელმწიფო.

იმპორტი რომ ჩანაცვლდეს, ადგილობრივი წარმოება უნდა გაძლიერდეს. ადგილობრივი წარმოების გაძლიერების ერთადერთი რეალური შანსი არის სუბსიდირება და მხარდაჭერა ფერმერების. ეს ნაწილობრივ არის, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვთქვათ ფერმერული მეურნეობები გაძლიერდნენ”,-აცხადებს კოტე კვერნაძე.

მისი თქმით, საქონლის გასაყიდი ფასი ამ ეტაპზე დაახლოებით 23 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში არსებულ ფასს მცირედით [0,50-1 ლარი] ჩამორჩება, თუმცა 3 წლის წინანდელ ფასს დაახლოებით 4 ლარით აჭარბებს.

თუ სტატისტიკას შევხედავთ, 2020 წლიდან მოყოლებული ხორცის ადგილობრივი წარმოება იზრდებოდა, თუმცა გასულ 2025 წელს კლება დაფიქსირდა და ქვეყანამ ჯამში 82 ათას ტონამდე ყველა ტიპის ხორცი აწარმოვა, რაც საქსტატის მონაცემებითვე, ქვეყნის თვითუზრუნევლყოფის მხოლოდ 72%-ს შეადგენს.

ხორცის ადგილობრივი წარმოება: (2020-2025 წწ)

2020 - 69,4 ათასი ტონა

2021 -72,6 ათასი ტონა

2022 - 74,6 ათასი ტონა

2023 - 78,7 ათასი ტონა

2024 -88,7 ათასი ტონა

2025 – 81,9 ათასი ტონა

მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ხორცის იმპორტი: ( 2025 წელი)

ახალი ან გაციებული - $9,5 მლნ 1686 ტონა

გაყინული - $25 მლნ 5 093 ტონა

სულ: $34,6 მლნ, 6 779 ტონა

რაც შეეხება უშუალოდ საქონლის ხორცს, ქვეყანა ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული. გასულ წელს ჯამში ქვეყანაში 34,6 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ხორცის იმპორტი განხორციელდა, რომლის ყველაზე დიდი წილი, 25 მილიონი დოლარის ღირებულების 6 ათას ტონამდე გაყინული ხორცის იმპორტს წარმოადგენს.

საქსტატის მონაცემებით, წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე საქონლის ხორცის საშუალო წლიური მოხმარება 8 კილოგრამია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბანკებმა 2025 წელს 2587 საეჭვო გარიგების შესახებ გააგზავნეს შეტყობინება - ზრდა 55%-ია

ბანკებმა 2025 წელს 2587 საეჭვო გარიგების შესახებ გააგზავნეს შეტყობინება - ზრდა 55%-ია

BM.GE

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ₾3 მლნ გადაეცემა - რაში დაიხარჯება დაფინანსება?

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ₾3 მლნ გადაეცემა - რაში დაიხარჯება დაფინანსება?

BM.GE

ყველაზე ძვირი ფრანგული და იაფი ირანული - კარაქის ბაზარზე 1 კილოგრამის საშუალო საიმპორტო ფასი

ყველაზე ძვირი ფრანგული და იაფი ირანული - კარაქის ბაზარზე 1 კილოგრამის საშუალო საიმპორტო ფასი

BM.GE

„ტობა ეკო სოფელი“ ინფრასტრუქტურას აფართოებს - რას შესთავაზებს ტურისტული ობიექტი მომხმარებელს?

„ტობა ეკო სოფელი“ ინფრასტრუქტურას აფართოებს - რას შესთავაზებს ტურისტული ობიექტი მომხმარებელს?

BM.GE