მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
"ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

"ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 19:20|bm.ge

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი განმარტებით, შენობის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებს ძებნა-შველის ღონისძიების დროებით შეჩერება მოუწიათ. ამ დროისთვის სამუშაოები შენობის მეორე მხრიდან გრძელდება.

„ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევწყვიტეთ ძებნა-შველის ღონისძიება, ვინაიდან ნგრევის საფრთხე იყო და ამ წუთშიც რჩება, თუმცა შენობის მეორე მხრიდან გავაგრძელეთ სამუშაოები.

4 ადამიანია გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. სულ 7 ადამიანს ვეძებთ. ძებნა-შველის ღონისძიება 7 ადამიანის ირგვლივ მიმდინარეობს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში“, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დილით აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი და სადარბაზო ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მეხუთე სართულზე გაზის გამათბობლის ჩართვა გახდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება - TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება - TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

BM.GE

ავტოქროსი იმედი L-ისგან - მაღალი გამავლობის ავტომობილების დაზღვევა ფიქსირებულ ფასად

ავტოქროსი იმედი L-ისგან - მაღალი გამავლობის ავტომობილების დაზღვევა ფიქსირებულ ფასად

BM.GE

გადაიხედება თუ არა DRG-ის ტარიფები? - მინისტრის პასუხი

გადაიხედება თუ არა DRG-ის ტარიფები? - მინისტრის პასუხი

BM.GE

რაზე ისაუბრეს სამმხრივ შეხვედრაზე ტრამპმა, სი ძინპინმა და პუტინმა?

რაზე ისაუბრეს სამმხრივ შეხვედრაზე ტრამპმა, სი ძინპინმა და პუტინმა?

BM.GE