მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გადაიხედება თუ არა DRG-ის ტარიფები? - მინისტრის პასუხი
გადაიხედება თუ არა DRG-ის ტარიფები? - მინისტრის პასუხი

გადაიხედება თუ არა DRG-ის ტარიფები? - მინისტრის პასუხი

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 19:09|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მზადაა მოისმინოს შესაბამისი დასაბუთება და საჭიროების შემთხვევაში, DRG-ის ტარიფების გადახედვისთვის მზადაა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მოქმედი DRG დაფინანსების მოდელი ეკონომიკურ გამოწვევებსა და ინფლაციურ პროცესებს ვეღარ პასუხობს და აუცილებელია ტარიფების გადახედვის მექანიზმის დანერგვა, რათა სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება ადეკვატური იყოს.

მინისტრის თქმით, პრიორიტეტი პაციენტისთვის უკეთესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების შეთავაზებაა.

"ცალკეულ სერვისების განახლების და ცვლილებების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს თვითმიზანი არც ჩვენთვის, არც კლინიკებისთვის. პრიორიტეტია, რომ DRG-ის პროცესში პირველ რიგში საყურადღებო იყოს მიწოდებული სამედიცინო სერვისის ხარისხი. სადაც აუცილებლობა იქნება და დასაბუთდება, რომ არის საჭიროება რაიმე ცვლილების ფასთა რეგულირების მიმართულებით, ბუნებრივია სამინისტრო მზად არის მოისმინოს. მზად ვარ, რომ ნებისმიერი წინადადება მოვისმინო არა უბრალოდ ფასის ზრდასთან დაკავშირებით, არამედ პირობები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, ხარისხი გაიზარდოს. ამის კვალდაკვალ, ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად ვართ, ოღონდ ეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებისთვის უნდა იყოს გამოყენებული", - ამბობს მინისტრი.

სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაში დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა DRG - ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობის გასაზრდელად 2022 წლის ნოემბრიდან დაინერგა. რეფორმა მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სექტორში ხარჯების მართვის, გამჭვირვალობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის ანგარიშში წერს, რომ რეფორმამ ხელი შეუწყო პაციენტების თანაგადახდების წილის მნიშვნელოვან შემცირებას - საშუალოდ, 27%-დან 12%-მდე. მათივე ცნობით, DRG სისტემის დანერგვამ, გააძლიერა ჯანდაცვის ხარჯების გაზომვის შესაძლებლობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 141 სტატია.

  • „ჩვენ ახლა ვიწყებთ“ — უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ყირიმის ხიდზე მიტანილი იერიში შეაფასაფორმულა
  • არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც რეფერენდუმის კამპანიის ორგანიზატორებად რეგისტრაციის უფლება აქვთ, უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათი საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება - სლოვენიის პრემიერ-მინისტრი​რუსთავი 2
  • მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი – ბოჭორიშვილინეტგაზეთი
  • მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდატვ პირველი
მინისტრი →პასუხი →

მსგავსი სტატიები

სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება - TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება - TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

BM.GE

"ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

"ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

BM.GE

ავტოქროსი იმედი L-ისგან - მაღალი გამავლობის ავტომობილების დაზღვევა ფიქსირებულ ფასად

ავტოქროსი იმედი L-ისგან - მაღალი გამავლობის ავტომობილების დაზღვევა ფიქსირებულ ფასად

BM.GE

რაზე ისაუბრეს სამმხრივ შეხვედრაზე ტრამპმა, სი ძინპინმა და პუტინმა?

რაზე ისაუბრეს სამმხრივ შეხვედრაზე ტრამპმა, სი ძინპინმა და პუტინმა?

BM.GE