მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ადიგენსა და წალკაში კორუფციის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს, მათ შორის მერის 2 წარმომადგენელია
ადიგენსა და წალკაში კორუფციის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს, მათ შორის მერის 2 წარმომადგენელია

ადიგენსა და წალკაში კორუფციის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს, მათ შორის მერის 2 წარმომადგენელია

BM.GE13 მაისი, 2026, 15:27|bm.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კორუფციული ფაქტები გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი.

გამოძიების დეტალები დღეს გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ გაასაჯაროვა.

პირველი შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. გამოძიების ვერსიით, სოფელ ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, შუამავლის მეშვეობით, მოქალაქეს ქრთამის სახით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალა.

უწყების ცნობით, საჯარო მოხელე აღნიშნულ თანხას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ ითხოვდა. სამართალდამცავებმა მერის წარმომადგენელთან ერთად ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი მოქალაქეც დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს (ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე კორუფციული ფაქტი წალკის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. აქ საგამოძიებო სამსახურმა სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი დააკავა.

გამოძიების თანახმად, საჯარო მოხელე 1 000 ლარის სანაცვლოდ ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა. კერძოდ, მან გასცა ცნობა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ბრალდებული უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს აიყვანეს.

აღნიშნულ ეპიზოდზე კანონი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორივე საქმეზე ამოღებულია ფულადი თანხები ნივთმტკიცების სახით.

ბრიფინგის დასასრულს ია ახალაიამ საჯარო მოხელეებს მიმართა და კორუფციასთან ბრძოლის მკაცრი კურსი დააანონსა.

„მივმართავთ ყველა იმ საჯარო მოხელეს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი ვერ დარჩება მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობებს და თავი შეიკავონ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისგან“, - განაცხადა ახალაიამ.

საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, კორუფციული ფაქტების აღმოფხვრის მიზნით აქტიური მუშაობა გრძელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE