მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აფეთქება მოსკოვის ცენტრში - 3 დაღუპული და 21 დაშავებული
აფეთქება მოსკოვის ცენტრში - 3 დაღუპული და 21 დაშავებული

აფეთქება მოსკოვის ცენტრში - 3 დაღუპული და 21 დაშავებული

BM.GE2 აგვისტო, 2026, 16:46|bm.ge

მოსკოვის ცენტრში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე იტალიურ რესტორან Balzi Rossi-სთან აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, აფეთქება თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, უცნობი ქალი რესტორანში შესვლას ცდილობდა, თუმცა დაცვის თანამშრომელმა შეაჩერა. სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება, რომელსაც თავად ქალი, დაცვის თანამშრომელი და რესტორნის ერთ-ერთი სტუმარი ემსხვერპლნენ.

დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიცია, მაშველები და სხვა საგანგებო სამსახურები. ტერიტორია მალევე გადაიკეტა, ხოლო სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

რუსეთის ხელისუფლებას მომხდარზე პასუხისმგებელი პირები და თავდასხმის მოტივი ამ დრომდე არ დაუსახელებია.

ამასთან, Reuters-ი წერს, რომ რუსული გამოცემა Kommersant-ის ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა რესტორნის ღია ტერასაზე მყოფი სტუმრების წინააღმდეგ იყო გამიზნული. ასევე განიხილება შესაძლებლობა, რომ მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს და ქალმა, რომელსაც ის თან ჰქონდა, შესაძლოა არც კი იცოდა ამის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

Reuters-ის ცნობითვე, ბოლო თვეებში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) სამხედრო მაღალჩინოსნების უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. უწყება ამას უკრაინას უკავშირებს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში სამხედრო პირებზე არაერთი თავდასხმა და თავდასხმის მცდელობა დაფიქსირდა.

რესტორნის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქების დროს დაწესებულება ჩვეულებრივი სტუმრებისთვის დაკეტილი იყო და იქ კერძო ღონისძიება მიმდინარეობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოსკოვში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • POLITICO: საფრანგეთს ერთი კვირა რჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ მისი ინიციატივა, სანქციების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, არ გახდება ქაოსის დასაწყისი და არ დაარღვევს მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედ შეზღუდვებსიმედი
  • პუტინმა, დრონების საფრთხის გამო, ვალდაის ფორუმი სოჭიდან მოსკოვში გადაიტანაფორმულა
  • სამშვიდობო დიპლომატია და მზარდი სამხედრო რიტორიკა - რა მიმართულებით მიდის რეალურად პროცესი და სად შეიძლება აღმოჩნდეს ევროპა, თუ მოსკოვთან დაპირისპირება უფრო გამწვავდებარუსთავი 2
  • ერევანი ასაჩივრებს მოსკოვის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სომხურ პროდუქციაზენეტგაზეთი
მოსკოვში →

მსგავსი სტატიები

Apple-მა კორპორაციული სერვერების ბაზარზე შესვლა გადაწყვიტა

Apple-მა კორპორაციული სერვერების ბაზარზე შესვლა გადაწყვიტა

BM.GE

8 თვეში ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 3%-ით შემცირდა - HR.ge

8 თვეში ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 3%-ით შემცირდა - HR.ge

BM.GE

რატომ რჩება საპენსიო დანაზოგების უდიდესი ნაწილი კონსერვატიულ პორტფელში - ფონდის შეფასება

რატომ რჩება საპენსიო დანაზოგების უდიდესი ნაწილი კონსერვატიულ პორტფელში - ფონდის შეფასება

BM.GE

თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი

თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი

BM.GE