მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ რჩება საპენსიო დანაზოგების უდიდესი ნაწილი კონსერვატიულ პორტფელში - ფონდის შეფასება
რატომ რჩება საპენსიო დანაზოგების უდიდესი ნაწილი კონსერვატიულ პორტფელში - ფონდის შეფასება

რატომ რჩება საპენსიო დანაზოგების უდიდესი ნაწილი კონსერვატიულ პორტფელში - ფონდის შეფასება

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 22:51|bm.ge

საპენსიო ფონდში აკუმულირებული მოქალაქეების დანაზოგებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა, თუმცა ფონდის დაარსებიდან 8 წლის შემდეგაც თანხების უდიდესი ნაწილი კვლავ კონსერვატიულ პორტფელში რჩება.

კერძოდ, კონსერვატიულ პორტფელში 9.8 მილიარდი ლარია დაბანდებული, დაბალანსებულ პორტფელში - 56.9 მილიონი, ხოლო დინამიკურში 70.3 მილიონი ლარია ჩადებული.

საპენსიო ფონდში აცხადებენ, რომ დაბალანსებული და დინამიკური საინვესტიციო პორტფელების მცირე მოცულობა რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული.

როგორც საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსახლეობაში პორტფელების სტრუქტურასთან დაკავშირებით ინფორმაციის სიმცირეა.

ანა ნაჭყებიას თქმით, სხვა ბევრ ქვეყანაშიც მსგავსი პრაქტიკაა, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ დანაზოგებს კონსერვატიულ პორტფელში ტოვებს.

„ყველა ადამიანი, ვინც დასაქმებულია საქართველოში, ავტომატურად პირდაპირ ხვდება კონსერვატიულ პორტფელში და მხოლოდ თავისი სურვილის შემდეგ შეუძლია, რომ ეს პორტფელი და თავისი აქტივები შეცვალოს, რაც იუსტიციის სახლებიდან და საპენსიო ფონდის ოფისიდან არის შესაძლებელი. თუმცა დაახლოებით 99% ჩვენი მონაწილეების დანაზოგების ისევ კონსერვატიულ პორტფელში არის განთავსებული და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ერთი არის, რა თქმა უნდა, ნაკლები ცნობადობა ამ პორტფელების შინაარსის, მათ შორის სხვაობის, ასევე ფინანსური განათლების ნაკლებობა ქვეყანაში და ზოგადად ის ფენომენი, როდესაც ადამიანები არჩევანისგან თავს იკავებენ, არ არის მხოლოდ საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც ვხედავთ, რომ „დეფოლტ“ პორტფელი, რომელიც არის ავტომატური, არის ხშირ შემთხვევაში ის პორტფელი, რომელშიც რჩებიან მონაწილეები.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აქტივობა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ავუხსნათ, რა არის ამ სამ პორტფელს შორის მთავარი სხვაობა და მათ თავიანთი რისკიანობის და შეხედულებების თვალსაზრისით აარჩიონ, რომელი პორტფელი შეეფერებათ მათ.

აქვე აღვნიშნავ, რა არის ამ სამი პორტფელის მთავარი სხვაობა. კონსერვატიული პორტფელი არის ძირითადად ადგილობრივ ეკონომიკაში, ანუ საქართველოში ინვესტირებული პორტფელი. დაახლოებით 80% აქტივების არის ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში, როგორიც არის დეპოზიტები და ობლიგაციები, ხოლო 20% არის ინვესტირებული საერთაშორისო აქციებში.

საკმაოდ განსხვავებული სტრუქტურა აქვს დინამიკური პორტფელს, სადაც აქტივების უდიდესი ნაწილი, თითქმის 55% არის საზღვარგარეთ აქციების ბაზარზე ინვესტირებული, ხოლო ადგილობრივი ინსტრუმენტების წილი 45%-ზეა. მონაწილეებს მათი შეხედულებით რომელი პორტფელი შეეფერებათ, უფრო ადგილობრივ ინსტრუმენტებზე კონცენტრირებული თუ აქციების ბაზარზე, ამის მიხედვით უნდა გააკეთონ ეს არჩევანი“, - განაცხადა ანა ნაჭყებიამ.

ცნობისთვის, 2026 წლის აგვისტოში საპენსიო ფონდის ორი პორტფელის, დაბალანსებულისა და დინამიკურის, შექმნიდან სამი წელი გავიდა. საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, თავისი არსებობის პერიოდში ორივე პორტფელმა მნიშვნელოვნად მაღალი მოგებიანობა აჩვენა, რაც, დიდწილად, მათში საერთაშორისო აქციების მაღალ წილს უკავშირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Apple-მა კორპორაციული სერვერების ბაზარზე შესვლა გადაწყვიტა

Apple-მა კორპორაციული სერვერების ბაზარზე შესვლა გადაწყვიტა

BM.GE

8 თვეში ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 3%-ით შემცირდა - HR.ge

8 თვეში ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 3%-ით შემცირდა - HR.ge

BM.GE

თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი

თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი

BM.GE

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი

BM.GE