მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი
თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი

თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 22:42|bm.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ლილუაშვილი ბრალის ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ იქნა ცნობილი, დასაბუთებულია.

„ამ საქმეზე ხშირად მესმოდა, რომ მთავარი მოწმე იყო რომეო მიქაუტაძე, თუმცა ოთხ ეპიზოდს ვედავებოდით. აქედან ორ ეპიზოდთან მიმართებით რომეო მიქაუტაძეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები და დავკითხეთ მოწმეები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ფაქტია რომ დაადასტურა მის მიერ ჩადენილი ქმედება. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საქმე გამოირჩეოდა მოწმეთა სიმრავლით. ამ მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაციას, რაც ერთმანეთთან მოდიოდა თანხვედრაში, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მოდიოდა თანხვედრაში და შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ლილუაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბერძენიშვილი ამბობს, რომ მოლოდინი ყოველთვის ყველაფრის შეიძლება გქონდეს და გამორიცხული არაფერია.

"თუ ის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია ჩვენ შესაბამისად განვიხილავთ. მოლოდინი ყოველთვის ყველაფრის შეიძლება გქონდეს, გამორიცხული არაფერია", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-ის ყოფილი უფროსი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და როგორც მისი ადვოკატი ამბობს, სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.

ვრცლად ამ თემაზე: ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენაფორმულა
  • უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენაიმედი
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენარუსთავი 2
  • პროკურორი განმარტავს, რატომ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის გარემოცვასტვ პირველი
პროკურორი →

მსგავსი სტატიები

8 თვეში ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 3%-ით შემცირდა - HR.ge

8 თვეში ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 3%-ით შემცირდა - HR.ge

BM.GE

რატომ რჩება საპენსიო დანაზოგების უდიდესი ნაწილი კონსერვატიულ პორტფელში - ფონდის შეფასება

რატომ რჩება საპენსიო დანაზოგების უდიდესი ნაწილი კონსერვატიულ პორტფელში - ფონდის შეფასება

BM.GE

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი

BM.GE

საქართველოდან ექსპორტზე გასატანი 1 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა დარჩა - მინისტრის მოადგილე

საქართველოდან ექსპორტზე გასატანი 1 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა დარჩა - მინისტრის მოადგილე

BM.GE