მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან, სასტუმროებში 28 ოჯახს გადაიყვანენ|თბილისის მერი
აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან, სასტუმროებში 28 ოჯახს გადაიყვანენ|თბილისის მერი

აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან, სასტუმროებში 28 ოჯახს გადაიყვანენ|თბილისის მერი

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 20:52|bm.ge

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან, სასტუმროებში 28 ოჯახს, ჯამში დაახლოებით 143 ადამიანს გადაიყვანენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდაპირველად თბილისის მერია კორპუსის 90 ოჯახის დროებით განთავსებას გეგმავდა, თუმცა შენობის მდგრადობის შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ საცხოვრებლად უვარგისია მხოლოდ ორი სადარბაზო.

„ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულთან ერთად დაასრულა მთლიანად კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მაგის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი მთლიანად კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ.

ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთლიანად კორპუსის მცხოვრები 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზეა საუბარი. დაახლოებით 143 ადამიანია, რომლებთანაც უშუალო კომუნიკაცია გვქონდა და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილდებიან სხვადასხვა სასტუმროში და ყველანაირი დახმარება, რაც საჭირო და აუცილებელი იქნება, ჩვენი მხრიდან გაეწევათ“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, კლინიკაშია გადაყვანილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 172 სტატია.

  • თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდაფორმულა
  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • „ასეთი საცობები მსოფლიოში არსად მინახავს“ - ილია თოფურია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზეტვ პირველი
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
თბილისში →მერია →

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE

"საქართველო შუა დერეფანში განსაკუთრებულად ხელსაყრელ პოზიციაზეა" - BSEC

"საქართველო შუა დერეფანში განსაკუთრებულად ხელსაყრელ პოზიციაზეა" - BSEC

BM.GE

"გუდაურში დასაქმებულები -25 გრადუსში მძღოლებს წაყვანას ეხვეწებიან"|რატომ ჩაიშალა ბიზნესის ინიციატივა?

"გუდაურში დასაქმებულები -25 გრადუსში მძღოლებს წაყვანას ეხვეწებიან"|რატომ ჩაიშალა ბიზნესის ინიციატივა?

BM.GE

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ - სელფი მობაილის ახალი კამპანია

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ - სელფი მობაილის ახალი კამპანია

BM.GE