
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა
ფორმულა|formulanews.ge
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში “ფორმულას“ დაუდასტურეს.
ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გარდაცვლილია ერთი პირი. მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე. სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - აცხადებენ შს სამინსიტროში.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge