მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ტრენდია, თუმცა მაინც ძალიან მაღალ ნიშნულზე რჩება - მირცხულავა
აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ტრენდია, თუმცა მაინც ძალიან მაღალ ნიშნულზე რჩება - მირცხულავა

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ტრენდია, თუმცა მაინც ძალიან მაღალ ნიშნულზე რჩება - მირცხულავა

BM.GE9 ივნისი, 2026, 22:30|bm.ge

კომპანია „საქართველოს განახლებადი ენერგიების“ დირექტორი დავით მირცხულავა ამბობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ მაღალია.

აფხაზეთის ენერგობალანსის ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო წლებში რეკორდული ზრდის შემდეგ, 2025 წელს მოხმარება 2.6%-ით 2.48 მლრდ კვტ.სთ-მდე შემცირდა. კლების მიუხედავად, ჯამურ მოხმარებაში აფხაზეთის წილი კლავ მაღალი 17%-ია.

ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი მოხმარება აფხაზეთში 2022 წელს იყო და 3 მლრდ კვტ.სთ-ს აჭარბებდა.

"წინა რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო აფხაზეთის ენერგომომარაგებაში. იყო შეზღუდვები და მათ დაიწყეს ბრძოლა მაინერებთან. იცით, რომ ძალიან დიდი ნაწილი მიდიოდა სწორედ ამ კრიპტოვალუტის წარმოებაზე და ფაქტობრივად, უფასო ენერგიას იღებდნენ. როგორც მეუბნებოდნენ, მთელ აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო ეს ფურები, რომლებიც მიერთებული იყო ქსელთან და ფაქტობრივად, უფასო ენერგიას იღებდნენ.

შემდეგ იმის გამო, რომ წინა სამი წლის განმავლობაში საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო, გაცხადდა, რომ დაიწყებოდა ამის წინააღმდეგ ბრძოლა. თუ ზოგადად შევხედავთ, მართლაც არის მოხმარების შემცირების ტრენდი, თუმცა ის მაინც ძალიან მაღალია. წარმოიდგინეთ, ახლა 180 000-იანი (დღეს შესაძლოა უფრო მცირეც არის) მოსახლეობა ხარჯავს თითქმის იმდენს, რასაც 1.5 მილიონიანი თბილისი. ეს არ არის ნორმალური", - ამბობს მირცხულავა.

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორიტებული ელექტროენერგიის მთავარი მომხმარებელია. შარშან რუსეთიდან შემოტანილი დენის 74%-ზე მეტი აფხაზეთმა მოიხმარა. ასე მაგალითად რუსეთიდან შემოსული 971 მლნ კვტ.სთ-დან 724 მლნ კვტ.სთ სწორედ აფხაზეთს მიეწოდა. რუსეთიდან იმპორტირებულ დენში 11 მლნ დოლარზე მეტია გადახდილი, საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის ინფორმაციით, რუსეთიდან აფხაზეთისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 ცენტად ხორციელდება.

მირცხულავა გვეუბნება, რომ უკვე დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიაში ფულს არ იხდის.

„რუსეთი ძალიან იაფად ფაქტობრივად, დემპინგურ ფასად აძლევს, თუმცა როგორც ამბობენ, ძალიან აწვება მათ ბიუჯეტს. ამ თანხას ფაქტობრივად, რუსებივე აწვდიან და რუსებივე იტოვებენ. რეალურად, აი, ასეთი გასვლა ხდება ეს არის რუსული ტრანსფერი და აფხაზეთი უფრო ნაკლებ ფულს იღებს რუსეთიდან.

უკვე მრავალი წელია, საქართველო არაფერს იხდის. აფხაზეთისთვის კი ჩვენ ისედაც ვიხდით როცა ვლაპარაკობთ, რომ 40/60-ზე პროცენტული წილი მუდმივად ირღვევა, ჩვენ ენერგიას ვაწვდით და ეს ენგურჰესისთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა. ენგური ფაქტობრივად, ვერ იღებს შემოსავლებს იმ 40-45%-ზე თუ 50% ენერგიაზე, რომელსაც აფხაზეთი მოიხმარს", - ამბობს მირცხულავა.

ვრცლად ამ თემაზე: როგორ იღებს ოკუპირებული აფხაზეთი დენს და ვინ იხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს?

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართულმა ციფრულმა სადაზღვევო ბროკერმა "ფრანი" AI ასისტენტი დანერგა - რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?

ქართულმა ციფრულმა სადაზღვევო ბროკერმა "ფრანი" AI ასისტენტი დანერგა - რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?

BM.GE

Apple-მა განახლებული ოპერაციული სისტემა OS 27 წარადგინა - რა სიახლეები აქვს ტექ-გიგანტს

Apple-მა განახლებული ოპერაციული სისტემა OS 27 წარადგინა - რა სიახლეები აქვს ტექ-გიგანტს

BM.GE

ვაჭრობა, ინვესტიციები და ტურიზმი - როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირები თურქმენეთთან?

ვაჭრობა, ინვესტიციები და ტურიზმი - როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირები თურქმენეთთან?

BM.GE

თხევადი გაზის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი LPG სადგურებისთვის გამოწერილი ჯარიმებია - ასოციაცია

თხევადი გაზის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი LPG სადგურებისთვის გამოწერილი ჯარიმებია - ასოციაცია

BM.GE