მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ
ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE31 ივლისი, 2026, 19:42|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა დააანონსეს, რომ ისინი უკრაინის დედაქალაქში აგვისტოს მეორე ნახევარში ჩავლენ. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი უკრაინის საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, 24-25 აგვისტოს დაემთხვევა. აშშ-ში უკრაინის დროებით მოქმედმა ელჩმა, ოლჰა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ მხარეებს შორის ვიზიტის განხორციელების სურვილი არსებობს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.

როგორც ირკვევა, უიტკოფისა და კუშნერის სტუმრობაზე შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის 28 ივლისს, თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას შედგა. ვაშინგტონში მოწყობილ მოლაპარაკებებამდე ზელენსკიმ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბრისას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაზეც ისაუბრა, თუმცა მაშინ დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.

საყურადღებოა, რომ ეს იქნება ამერიკელი დიპლომატების პირველი ვიზიტი უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რუსეთში აქამდე უკვე რამდენჯერმე ჩავიდნენ. ცნობისთვის, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში ბოლო შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან 22 იანვარს გამართეს, თუმცა მაშინ მხარეები კონკრეტულზე ვერაფერზე შეთანხმდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • ტრამპი: ნავთობის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებლად მიმდინარეობს - მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებსაც ჩვენთვის არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ხარჯები უნდა აუნაზღაურონ და აუნაზღაურებენ კიდეციმედი
  • ბუაძე: ტრამპ თაუერის პროექტის უკან ოცნების "ბიზნესმენები" დგანანფორმულა
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
ტრამპის →კიევში →

მსგავსი სტატიები

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

BM.GE

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

BM.GE

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

BM.GE

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

BM.GE