ორიგინალი
"აღმოაჩინეთ ღვინის სამშობლო" - საქართველო Lonely Planet-ის ტურისტულ გზამკვლევში მოხვდა
BM.GE·11:52

"აღმოაჩინეთ ღვინის სამშობლო" - საქართველო Lonely Planet-ის ტურისტულ გზამკვლევში მოხვდა

29 ნოემბერი, 2026 · 11:52

ტურისტული გზამკვლევების გამომცემელმა Lonely Planet-მა თავის ახალ წიგნში "Dream Trips of Europe" (ევროპის საოცნებო მოგზაურობები) კონტინენტის ყველაზე გამორჩეული ადგილები და გამოცდილებები გააერთიანა და მათ სიაში საქართველოც შეიყვანა.

გამოცემა მკითხველს 100 გამორჩეულ მოგზაურობას სთავაზობს - გერმანიის ციხესიმაგრეების მონახულებითა და ბალტიისპირეთის თვალწარმტაცი სარკინიგზო მარშრუტებით დაწყებული, ისლანდიის ველური ბუნების, საქართველოს მეღვინეობის მდიდარი მემკვიდრეობისა და სიცილიის უძველესი ისტორიის აღმოჩენით დასრულებული.

აღმოაჩინეთ ღვინის სამშობლო - საქართველო

"ღვინის ხსენებაზე, ალბათ, საფრანგეთი ან იტალია გაგახსენდებათ, თუმცა ეს სასმელი პირველად სწორედ საქართველოში, დაახლოებით 8 000 წლის წინ დაწურეს", - წერს გამოცემა.

კახეთის რეგიონში, კავკასიონის მთების ფონზე, საოჯახო მარნები სტუმრებს ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციის გასაცნობად ეპატიჟებიან.

ღვინით ტკბობის შემდეგ აუცილებლად ეწვიეთ კოლორიტულ დედაქალაქ თბილისს, რომელიც ცნობილია ისტორიული გოგირდის აბანოებით, უძველესი ეკლესიებით, ფერადი ქუჩებითა და უნიკალური სამზარეულოთი - ახალი მწვანილებით, ნიგვზით, ყველითა და ნელ ცეცხლზე მომზადებული კერძებით.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე გამორჩეულ მიმართულებას, რომლებიც, Lonely Planet-ის აზრით, 2027 წლის სამოგზაურო გეგმებში აუცილებლად უნდა ჩანიშნოთ:

მეფე ლუდვიგის ციხესიმაგრეები, გერმანია

ლუდვიგ II, რომელსაც "გედების მეფეს" ან "ზღაპრულ მეფესაც" უწოდებდნენ, ბავარიას 1864 წლიდან გარდაცვალებამდე - 1886 წლამდე მართავდა.

იმ პერიოდში იგი გატაცებული იყო შუა საუკუნეების ლეგენდებით, ვაგნერის ოპერებითა და რომანტიკული ფანტაზიებით, რის გამოც საკუთარ თავშესაფრებად რამდენიმე ექსტრავაგანტური ციხესიმაგრის აგება ბრძანა.

ორკნის კუნძულები, შოტლანდია

ბევრი მოგზაური შოტლანდიაში მხოლოდ ედინბურგითა და მაღალმთიანი რეგიონით (ჰაილენდით) შემოიფარგლება. ამ დროს კი მათ ყურადღების მიღმა რჩება 5000 წელზე მეტი ხნის მდიდარი ისტორია, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარე ორკნის კუნძულებზე ცოცხლობს.

აქ ჩასვლა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პრეისტორიული ლანდშაფტის ნახვის საშუალებას გაძლევთ, მათ შორის არის იუნესკოს (UNESCO) ძეგლთა სიაში შესული "ნეოლითური ორკნის გული" - ოთხი უძველესი მონუმენტის კომპლექსი.

მოგზაურობა ისლანდიაში

ჟიულ ვერნის ნაწარმოებით - "მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ" შთაგონებული Lonely Planet საავტომობილო ტურს ისლანდიის სნაიფედლსნესის (Snæfellsnes) ნახევარკუნძულზე გვთავაზობს. აქ ვულკანური მწვერვალები, ვრცელი ლავის ველები, მიწისქვეშა გამოქვაბულები და შავი ქვიშის სანაპიროები პეიზაჟს თითქმის არამიწიერ იერს სძენს.

საფეხმავლო ტური ბლედის ტბისკენ, სლოვენია

ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ბუნებრივი მიმართულება - სლოვენიის 270 კმ. სიგრძის "იულიუსის ბილიკი" იულიუსის ალპებს შემოუვლის. მარშრუტი მოლაშქრეებს მიუძღვება მთის ხეობებში, ტყეებსა და ტრადიციულ სოფლებში, საიდანაც ფირუზისფერი მდინარეების, ჩანჩქერებისა და შთამბეჭდავი მწვერვალების ხედები იშლება. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაჩერებაა ბლედის ტბა, სადაც ზურმუხტისფერ წყალში მდებარე კუნძულის ეკლესია კლდეზე აღმართული შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ძირშია განთავსებული. სტუმრებს შეუძლიათ იცურონ, გაისეირნონ ტბის ნაპირას ან წყალში ტრადიციული ხის ნავითა და პადლბორდით შევიდნენ.

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა

მშვიდი, აუჩქარებელი სარკინიგზო მოგზაურობა 2027 წელს განსაკუთრებით პოპულარული იქნება, ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას შორის მარშრუტი კი ამ ტრენდისთვის საუკეთესო გზაა.

მოგზაურობა ესტონეთის დედაქალაქის, ტალინის შუა საუკუნეების ქუჩებიდან იწყება, საიდანაც სიდიდით მეორე ქალაქ ტარტუსკენ გაემართებით, რომელსაც ქვეყნის კულტურის აკვანს უწოდებენ.

ლიხტენშტაინი

მოგზაურებისთვის, რომლებსაც ალპების ქვეყნების უმეტესობა უკვე ნანახი აქვთ, ლიხტენშტაინი საუკეთესო არჩევანია. კიდევ უფრო მიმზიდველი კი ის არის, რომ 75 კმ. სიგრძის "ლიხტენშტაინის ბილიკი" მთელი ამ პატარა ქვეყნის ფეხით შემოვლის საშუალებას იძლევა.

მარშრუტი სამხრეთით შვეიცარიის საზღვრიდან ჩრდილოეთით ავსტრიამდე გრძელდება და მოლაშქრეებს ვენახების, ტყეების, მდელოებისა და ტრადიციული სოფლების გავლით მიუძღვება, საიდანაც მთებისა და რაინის ხეობის თვალწარმტაცი ხედები იშლება.

სიცილია, იტალია

Lonely Planet კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოგზაურობას გვირჩევს, რაც სირაკუზისა და ორტიგიის ბერძნული ნანგრევებისა და სანაპიროს ატმოსფერული ქუჩების მონახულებით იწყება.

შემდეგია ბაროკოს სტილის გამორჩეული ქალაქები - ნოტო, მოდიკა და რაგუზა, რომლებიც იდეალური ადგილებია კუნძულის ცნობილი კულინარიითა და ღვინით დასატკბობად.

სიცილიაში მოგზაურობა სრულყოფილი ვერ იქნება ლეგენდარული ეტნას მთის მონახულების გარეშე, სადაც ვულკანური კრატერების, შთამბეჭდავი ხეობებისა და ლავის მღვიმეების დათვალიერება შეგიძლიათ.

ცნობისთვის, Lonely Planet 1973 წელს ავსტრალიაში დაარსებული სამოგზაურო გზამკვლევების გამომცემლობაა. კომპანიამ დღემდე 150 მილიონზე მეტი წიგნი გამოსცა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "აღმოაჩინეთ ღვინის სამშობლო" - საქართველო Lonely Planet-ის ტურისტულ გზამკვლევში მოხვდა

თემა: ღვინის

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • რუსთავი 2·14:10
    ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში პროგრამის, "საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში, მევენახე ფერმერებისთვის საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებების გადაცემის პროცესს დაესწრო
  • ფორმულა·02:27
    კობახიძე: უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში
  • კვირა·21:06
    პრემიერი: აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც გამოხატა ღვინის თემაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა; ჩვენ გამოვხატეთ პოზიცია, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით
  • პრაიმტაიმი·21:01
    აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც გამოხატა ღვინის თემაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, ჩვენ გამოვხატეთ პოზიცია, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით - პრემიერი
ღვინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·16:17

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები
BM.GE·15:52

რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველოსთვის იმპორტის 99,9% სწორედ რუსეთზე მოდის

რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველოსთვის იმპორტის 99,9% სწორედ რუსეთზე მოდის
BM.GE·15:44

მეტი რეგულაცია გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს უფრო გაზრდილ ფასს - რიტეილ ექსპერტი

მეტი რეგულაცია გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს უფრო გაზრდილ ფასს - რიტეილ ექსპერტი
BM.GE·15:22

„პროგრამა ფერმერს ფულის აღებას ურთულებს“ - რატომ აკრიტიკებენ აგროთანადაფინანსების ახალ მოდელს

„პროგრამა ფერმერს ფულის აღებას ურთულებს“ - რატომ აკრიტიკებენ აგროთანადაფინანსების ახალ მოდელს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.