კვირის მთავარი ავტო სიახლეები
კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"
Volvo ჰუმანოიდ რობოტებს ტესტავს
Volvo Cars-მა გენტის ქარხანაში Hexagon Robotics-ის შექმნილი Aeon-ის ჰუმანოიდი რობოტების გამოცდა დაიწყო. რობოტები იმიტირებული სწავლებით კომპონენტების ზუსტ განთავსებას სწავლობენ, მოგვიანებით კი გადაადგილებასა და რთულ ოპერაციებს შეასრულებენ. წარმოების ხელმძღვანელ მაგნუს ნილსონის თქმით, ისინი ადამიანებთან იმუშავებენ და რთულ ამოცანებს შეასრულებენ. მასშტაბური საპილოტე პროგრამა 2027 წლის პირველ ნახევარში ამოქმედდება.
ჩინური BYD-ი საფრანგეთში ქარხანას ყიდულობს
ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია BYD-ი საფრანგეთში Ineos Automotive-ის საწარმოს ყიდულობს. BYD-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, სტელა ლის თქმით, ამბაშში დაგეგმილი ინვესტიცია საფრანგეთის მიმართ კომპანიის ნდობისა და ევროპაში ზრდის გაგრძელების ამბიციის გამოხატულება იქნება.
ინფორმაციისთვის, გასულ თვეს ევროკავშირი და ჩინეთი ბლოკში ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტის განახევრებაზე შეთანხმდნენ. კვლევითი ორგანიზაცია Schmidt Automotive Research-ის ანალიტიკოსის შეფასებით, ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვების გათვალისწინებით, საფრანგეთსი ქარხნის შეძენა BYD-სთვის საკუთარი პროდუქციის ბაზრისთვის უწყვეტად მიწოდების სწრაფი გზა იქნება.
ჩინეთში NEV-ების წილი რეკორდულ 73.2%-მდე გაიზარდა
2026 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში ჩინეთში ახალი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილების (NEV) წილმა რეკორდულ 73.2%-ს მიაღწია, ხოლო მხოლოდ ბენზინის მოდელების გაყიდვები წლიურად თითქმის განახევრდა (164 000 ერთეული). ეს მზარდი ელექტრიფიკაცია ავტომობილების ჯამური გაყიდვების 25%-იანი კლების ფონზე ხდება, რაც საფასო ომებსა და მოგების მარჟების შემცირებას იწვევს, ხოლო უცხოელ მყიდველებს მწარმოებლების მდგრადობის რისკებზე აფიქრებს.
Ferrari-მ ახალი 296 Challenge Stradale წარადგინა
Ferrari-მ 296 Challenge Evo-ს ბაზაზე შექმნილი სარბოლო სუპერქარი 296 Challenge Stradale წარადგინა. ჰიბრიდული სისტემის ამოღებისა და კომპონენტების შემსუბუქების შედეგად ავტომობილის წონა 296GTB-სთან შედარებით 148 კილოგრამით შემცირდა. 3.0-ლიტრიანი ორმაგტურბინიანი V6 ძრავა 670 ცხენის ძალას გამოიმუშავებს (საბაზისო მოდელზე 149 ცხენის ძალით ნაკლებს). მოდელი არ იქნება შეზღუდული სერიის, იტალიაში $320,000 ეღირება, ხოლო აშშ-ში მიწოდება 2027 წლის მესამე კვარტალში დაიწყება.
სან-ფრანცისკოში უპილოტო Lucid Gravity-ის რობოტაქსების ტესტირება დაიწყო
Uber-მა, Nuro-მ და Lucid-მა სან-ფრანცისკოში Lucid Gravity-ის ბაზაზე შექმნილი რობოტაქსების გამოცდა უსაფრთხოების მძღოლის გარეშე დაიწყეს. ამ ეტაპზე სერვისით კომპანიის თანამშრომლები ისარგებლებენ, კომერციული სტარტი კი 2027 წლის პირველ კვარტალში იგეგმება, რასაც ჰიუსტონი მოჰყვება. პარტნიორები ათეულობით ქალაქში Nuro-ს სისტემით აღჭურვილი დაახლოებით 35 000 Lucid-ის ელექტრომობილის განთავსებას გეგმავენ. ექვსადგილიანი ავტომობილი კამერებით, ლიდარებითა და რადარებით არის აღჭურვილი.
