მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ღვინის ეროვნული სააგენტო „ხომლის მარნის“ დამფუძნებლის განცხადებაზე ინფორმაციას აქვეყნებს
ღვინის ეროვნული სააგენტო „ხომლის მარნის“ დამფუძნებლის განცხადებაზე ინფორმაციას აქვეყნებს

ღვინის ეროვნული სააგენტო „ხომლის მარნის“ დამფუძნებლის განცხადებაზე ინფორმაციას აქვეყნებს

BM.GE1 მაისი, 2026, 00:12|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტო „ხომლის მარნის“ დამფუძნებლის განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ “ხომლის მარნის” დამფუძნებელმა, bm.ge-თან, საქართველოში ღვინის დეგუსტაციის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც თამაზ ომანაძემ განაცხადა, გასულ პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც საქართველოში სადეგუსტაციო კომისიამ მათი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო დაიწუნა, ეს ღვინო კი დღეს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში 900 ფუნტად იყიდება.

"ღვინის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ „ხომლის მარანი“ არის მცირე მარანი, რომლის პროდუქციაც ამ დრომდე არ დაქვემდებარებია ორგანოლეპტიკურ შემოწმება/დეგუსტაციას.

„ხომლის მარნის” დამფუძნებლის თამაზ ომანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის მიერ მისი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო უარყოფითად შეფასდა, სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ხომლის მარანი“ არის მცირე მარანი, რომლის პროდუქციაც ამ დრომდე არ დაქვემდებარებია ორგანოლეპტიკურ შემოწმებას/დეგუსტაციას.

„ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონით“ დეგუსტაციას არ ექვემდებარება იმ მარნების/კომპანიების პროდუქცია, რომელთა წლიური წარმადობა 40 000 ლიტრ ღვინოს არ აღემატება, ამასთან ერთად, ღვინოში გოგირდის დიოქსიდის საერთო შემცველობა 40 მგ/ლ-ს, ხოლო 1 ლოტის ნომრით ჩამოსხმული ბოთლების რაოდენობა 3000-ს არ უნდა აღემატებოდეს.

საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელისა და საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკურ შემოწმებას/დეგუსტაციას ახორციელებს სააგენტოსთან არსებული მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია", - წერია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE