მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგრარული მიმართულებით პირველკურსელებს ტექნიკურის ნაცვლად, სოხუმის უნივერსიტეტი მიიღებს - გივი მიქანაძე
აგრარული მიმართულებით პირველკურსელებს ტექნიკურის ნაცვლად, სოხუმის უნივერსიტეტი მიიღებს - გივი მიქანაძე

აგრარული მიმართულებით პირველკურსელებს ტექნიკურის ნაცვლად, სოხუმის უნივერსიტეტი მიიღებს - გივი მიქანაძე

BM.GE5 აგვისტო, 2026, 19:50|bm.ge

„აგრარული მიმართულება, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესაბამისად, პირველკურსელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს“, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად, სტუდენტები, რომლებიც ამჟამად აგრარულ მიმართულებებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ირიცხებიან, სწავლას იქვე დაასრულებენ.

„რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებიც დღეს სწავლობენ ამ მიმართულებებზე, რა თქმა უნდა, ისინი დაამთავრებენ სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

გარკვეული პერიოდი იყო საჭირო იმისთვის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს გაევლო შესაბამისი აკრედიტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ახლა კი, ეს პროცესი უკვე დასრულებულია.

საზოგადოებას მსურს ასევე ვაცნობო, რომ ორმა რეგიონულმა უნივერსიტეტმა - შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - გაიარეს აკრედიტაცია, რომ განახორციელონ ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ რეფორმის ფარგლებში, რეგიონულ უნივერსიტეტებთან მიმართებით, პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა ვიწრო პროფილური მიმართულებები, მათ შორის პედაგოგიური, ტურიზმი და აგრარული საგანმანათლებლო პროგრამები. უნივერსიტეტებს, რომლებსაც ახალი მიმართულებები დაემატათ, რა თქმა უნდა, გაეზარდათ მიღების კვოტებიც“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფინტექ სექტორი სებ-სა და პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივებს წარუდგენს – ფინტექ ასოციაცია

ფინტექ სექტორი სებ-სა და პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივებს წარუდგენს – ფინტექ ასოციაცია

BM.GE

საცალო და ონლაინ გაყიდვები - მიქანაძე განმარტავს, როგორ იყიდიან სასკოლო ფორმებს მშობლები

საცალო და ონლაინ გაყიდვები - მიქანაძე განმარტავს, როგორ იყიდიან სასკოლო ფორმებს მშობლები

BM.GE

მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო

მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო

BM.GE

გრანთ თორნთონ საქართველო საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუს - Punchline Profit-ის პარტნიორია

გრანთ თორნთონ საქართველო საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუს - Punchline Profit-ის პარტნიორია

BM.GE