მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგროთანადაფინანსებაში "შინაარსობრივ გადაწყვეტას სახელმწიფო იღებს" - ხედავს თუ არა მინისტრი კორუფციის რისკს?
აგროთანადაფინანსებაში "შინაარსობრივ გადაწყვეტას სახელმწიფო იღებს" - ხედავს თუ არა მინისტრი კორუფციის რისკს?

აგროთანადაფინანსებაში "შინაარსობრივ გადაწყვეტას სახელმწიფო იღებს" - ხედავს თუ არა მინისტრი კორუფციის რისკს?

BM.GE8 მაისი, 2026, 17:22|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, აგროპროექტების დაფინანსების საკითხს სახელმწიფო გადაწყვეტს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულებები განვითარდეს. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა „ღვინის ეროვნული დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, როდესაც BMG-მ აგროთანადაფინანსების განახლებული პროგრამაში ბანკების ფილტრის ამოგდებით კორუფციულ რისკებზე დაუსვა კითხვა.

1-ელი ივლისიდან, სოფლის მეურნეობის სექტორში თამაშის წესები იცვლება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ახალ მოდელს ნერგავს, რომლის მიხედვით, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროში შეაფასებენ ანუ საფინანსო ინსტიტუტის ფილტრს სახელმწიფო ბიუროკრატია ჩაანაცვლებს.

უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რედაქციის მიერ საკითხის ასეთი ფორმულირება, რომ ბანკის ფილტრის ამოგდება ხდება, არასწორია და სამინისტროში მზად არიან, მიმართვის შემთხვევაში BM.GE-ის ყველა კითხვას უპასუხონ.

„ეს, ბანკების ფილტრის ამოგდება, არ არის სწორი ფორმულირება. სწორი ფორმულირება იქნება, რომ თუ მანამდე ბანკები მხოლოდ ფინანსურ ნაწილს უყურებდნენ... ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და მოგეცემათ თქვენ შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად გაეცნოთ პროგრამის პროცესს, თუ არ იცნობთ აქამდე. პრობლემა არ არის, რომ მოგვმართოთ და გიპასუხოთ ამასთან დაკავშირებით.

ეს არის პროცესი - შინაარსობრივი ნაწილის გადაწყვეტილებას [სოფლის განვითარების] სააგენტო იღებს. ზუსტად ასე უნდა გადაწყდეს და განვითარდეს ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც სახელმწიფოს სოფლის მეურნეობასთან მიმართებით აქვს“, - განაცხადა სონღულაშვილმა, თუმცა BM.GE-ს კითხვას, ხედავს თუ არა სამინისტროს ხელმძღვანელი დაფინანსების მოდელის ცვლილებით კორუფციის რისკებს, არ უპასუხა.

„უმჯობესი იქნება, კიდევ ერთხელ, რომ ამ პროცესს გაეცნოთ და მერე, დარწმუნებული ვარ, ამ შეფასებას არ გააკეთებთ, რადგან, კიდევ ერთხელ, სახელმწიფო და ამ შემთხვევაში სოფლის განვითარების სააგენტო იღებს შინაარსობრივ გადაწყვეტილებას და ეს შინაარსი სოფლის მეურნეობაში პრიორიტეტული მიმართულებით განისაზღვრება", - გაიმეორა სონღულაშვილმა.

საქმე ის არის, რომ როგორც ცნობილი გახდა, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობისთვის პოტენციურ ბენეფიციარებს/ფერმერებს სოფლის განვითარების სააგენტოში 4 ეტაპის გავლა მოუწევთ: პირველი - ფერმერული მეურნეობების რეესტრში რეგისტრაცია; მეორე - განაცხადის ელექტრონული ფორმით შევსება; მესამე - "ბიზნესგეგმის" წარდგენა; მეოთხე - შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ ამჟამად, „შეღავათიან აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში, შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში, 1-ელი ივლისიდან, განახლებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, სავალდებულო 4-ეტაპიან პროცესში ბანკი/საფინანსო ინსტიტუტი საერთოდ არ ჩანს.

„ბიუროკრატიის შემოტანა აგროსექტორს მიმზიდველობას დაუკარგავს“ - მეთხილეები აგროდაფინანსების ახალ პროგრამას აფასებენ

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ცოტნე ანანიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე: მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის აღქმებშია რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობა დაქვეითებარუსთავი 2
  • ფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდაიმედი
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE