მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოს დასაწყისში საწვავი კიდევ 5-15 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?
აგვისტოს დასაწყისში საწვავი კიდევ 5-15 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

აგვისტოს დასაწყისში საწვავი კიდევ 5-15 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE6 აგვისტო, 2026, 14:59|bm.ge

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე, საქართველოში საწვავის ფასი კვლავ იზრდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის და დიზელის ფასი 5-15 თეთრით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს და ივლისის ბოლოსთვის სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით 20 თეთრამდე იყო გაძვირებული.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში ბოლოს საწვავის ფასი 3 აგვისტოს შეიცვალა და დიზელი 7-10 თეთრით გაძვირდა.

შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

• G-Force სუპერი - ₾4.27; ზრდა - 7 თეთრი; • G-Force პრემიუმი - ₾3.77; • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.59; • ევრო რეგულარი - ₾3.59; • G-Force ევრო დიზელი - ₾4.27, ზრდა - 10 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.17, ზრდა - 10 თეთრი;

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 5 აგვისტოს შეიცვალა და დიზელის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

• ეკო სუპერი - ₾4.23; • ეკო პრემიუმი - ₾3.82; • ეკო დიზელი - ₾4.24, ზრდა - 10 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.19, ზრდა - 10 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.68; • დიზელ ენერჯი - ₾4.14, ზრდა - 10 თეთრი;

Connect-ის ქსელში ბენზინის ღირებულება 3 აგვისტოს 5-10 თეთრით გაძვირდა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:

• სუპერი - ₾3.85, ზრდა - 5 თეთრი; • პრემიუმი - ₾3.70, ზრდა - 5 თეთრი; • რეგულარი - ₾3.55, ზრდა - 5 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.05, ზრდა - 10 თეთრი; • დიზელი - ₾3.85, ზრდა - 10 თეთრი;

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში ფასები 24 ივლისს შეიცვალა ბენზინის 8 თეთრით გაძვირდა. ამის შემდეგ კომპანიას ფასი, ჯერჯერობით არ დაუკორექტირებია. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

• ნანო სუპერი - ₾4.12, ზრდა - 8 თეთრი; • ნანო პრემიუმი - ₾3.73, ზრდა - 8 თეთრი; • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.59, ზრდა - 8 თეთრი; • ევრო 5 დიზელი - ₾3.95; • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.05;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

• Efix სუპერი - ₾4.27, ზრდა - 8 თეთრი; • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.78; • ევრო რეგულარი - ₾3.63; • Efix ევრო დიზელი - ₾4.24, ზრდა - 15 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.14, ზრდა - 15 თეთრი;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

• Super ecto – ₾4.24, ზრდა - 6 თეთრი; • Premium Avangard - ₾3.81, ზრდა - 6 თეთრი; • Euro Regular - ₾3.66, ზრდა - 6 თეთრი; • Euro Diesel - ₾4.22, ზრდა - 18 თეთრი;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორია ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე?

როგორია ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე?

BM.GE

შრომის ინსპექციამ სიცხეში ღია ცის ქვეშ მომუშავეთა მონიტორინგი დაიწყო

შრომის ინსპექციამ სიცხეში ღია ცის ქვეშ მომუშავეთა მონიტორინგი დაიწყო

BM.GE

2025 წელს მსოფლიოში 22.7 მილიარდი ლიტრი ღვინო აწარმოვეს - როგორია საქართველოს წილი? | OIV

2025 წელს მსოფლიოში 22.7 მილიარდი ლიტრი ღვინო აწარმოვეს - როგორია საქართველოს წილი? | OIV

BM.GE

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, "TUMO ქუთაისში" 12-18 წლის მოზარდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, "TUMO ქუთაისში" 12-18 წლის მოზარდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

BM.GE