მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოში მშენებლობა თვის ჭრილში გაიაფდა, წლიურად კი 3.4%-ით გაძვირდა|მიზეზები
აგვისტოში მშენებლობა თვის ჭრილში გაიაფდა, წლიურად კი 3.4%-ით გაძვირდა|მიზეზები

აგვისტოში მშენებლობა თვის ჭრილში გაიაფდა, წლიურად კი 3.4%-ით გაძვირდა|მიზეზები

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 16:00|bm.ge

2026 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, რომელიც სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯების ცვლილებას აჩვენებს, წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, მათ შორის:⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.6%-ით;⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.6%-ით;⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7%-ით.

რაც შეეხება ცვლილების განმაპირობებელ მიზეზებს, თვის ჭრილში ინდექსის 0.8%-ით კლება ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.5%-იანი კლებით, რამაც -1.42 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 19.7%-იანი მატებით და სამშენებლო მასალების 0.8%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად 2.31 და 0.48 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.2%-ით

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო დიუშენის სინდრომის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონს“ შეისყიდის

სახელმწიფო დიუშენის სინდრომის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონს“ შეისყიდის

BM.GE

პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გადაცემის პრაქტიკა კორუფციის სერიოზული წყარო იყო - პრემიერი

პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გადაცემის პრაქტიკა კორუფციის სერიოზული წყარო იყო - პრემიერი

BM.GE

სოცდაუცველთა გადამოწმებით სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი დაზოგა - ჯანდაცვის მინისტრი

სოცდაუცველთა გადამოწმებით სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი დაზოგა - ჯანდაცვის მინისტრი

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE