მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოში სესხები და დეპოზიტების პორტფელების ზომა ერთმანეთს გაუტოლდა - საბანკო ასოციაცია
აგვისტოში სესხები და დეპოზიტების პორტფელების ზომა ერთმანეთს გაუტოლდა - საბანკო ასოციაცია

აგვისტოში სესხები და დეპოზიტების პორტფელების ზომა ერთმანეთს გაუტოლდა - საბანკო ასოციაცია

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 23:21|bm.ge

საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის შეფასებით, ქართული კომერციული ბანკებისთვის აგვისტო ბევრი მიმართულებით იყო გამორჩეული. სექტორის აქტივების ზომის ზრდა, დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელების მოცულობის გათანაბრება - ეს ის ორი მთავარი მოცემულობაა, რომელიც დავით რუსიამ „საქმიან დილაში“ კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შეფასებისას გამოყო.

მან აღნიშნა, რომ სექტორის მზარდი მაჩვენებლები ინვესტორების ინტერესის ზრდას განაპირობებს.

„საბანკო სექტორის აქტივების ზომა წლიურად 7%-ზე მეტით გაიზარდა, რაც დაახლოებით 7 მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის ბოლოს იყო. ანუ საქართველოს საბანკო სექტორი აქტივები საქართველოს ეკონომიკაზე დიდია და 115 მილიარდ ლარს შეადგენს, ანუ დაახლოებით 44 მილიარდ დოლარს.

რატომ ვაფასებთ აქტივებს დოლარულ გამოსახულებაში? - იმიტომ რომ საქართველო სისტემის მიმართ ინტერესი როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორაციული ინვესტორების მხრიდან ძალიან გაზრდილი“, - აღნიშნა დავით რუსიამ.

საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დეპოზიტების ზრდაზე საუბრისას ამბობს, რომ საქართველო დეპოზიტების განთავსების კუთხით რეგიონში უალტერნატივო ადგილად ხდება.

„აგვისტოში, ისტორიაში პრაქტიკულად პირველად დაკრედიტების და დეპოზიტების პორტფელების ზომა ერთმანეთს გაუტოლდა. მხოლოდ აგვისტოში დეპოზიტების

მიმართულებით დაახლოებით 1 მილიარდ 600 მილიონზე მეტი ზრდა გვქონდა. ეს რეკორდული მაჩვენებელი არ იყო, თუმცა ეს ტენდენციასა და ნდობაზე მიუთითებს. ანუ საქართველოს საბანკო სისტემის მიმართ და დეპოზიტების განთავსების კუთხით პრაქტიკულად რეგიონში შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ-ერთი უალტერნატივო ვართ.

დეპოზიტებით დაზღვევის სააგენტომ საკმაოდ რევოლუციური ნაბიჯი გადადგა და იანვრიდან დაზღვეული დეპოზიტების ლიმიტი 50 000-დან 100 000-მდე იზრდება. ამ ლიმიტით დოლარულ გამოხატულებაში საქართველო აზერბაიჯანისა და სომხეთის საბანკო სისტემების თანატოლი გახდა, მანამდე ცოტა ჩამოვრჩებოდით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ "გალფის" რეგიონის ინვესტორებს ფიზიკურ პირებს სამხრეთით მდებარე ქვეყნებიდან საქართველოს საბანკო სისტემაში თავიანთი დეპოზიტები განთავსება შეეძლებათ.

ახლა დეპოზიტების ამხელა ზრდამ, კიდევ მეორე ფაქტორი გააძლიერა. ეს იყო დეპოზიტების შეფარდება, ვთქვათ, მთლიან ვალდებულებებთან - ესეც რეკორდულ 80%-ს მიუახლოვდა“, - აღნიშნა დავით რუსიამ.

მისი განმარტებით, აგვისტოში დეპოზიტების ზრდა ძირითადად ქართველი ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან აქტივობიდან გამომდინარეობდა.

"როდესაც ვხედავთ ამხელა დეპოზიტებს, ეს შეგვიძლია არარეზიდენტებად და რეზიდენტებად, ასევე ფიზიკურ პირებად და იურიდიულ პირებად დავყოთ . ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით აგვისტო ზრდა მეტწილად იყო გამოწვეული ქართველი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული სახსრებით, რაც ძალიან მისასალმები და მნიშვნელოვანია", - განაცხადა საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში საბანკო დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა. ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა ჯამურად, ბანკთაშორისი სესხების გამოკლებით, აგვისტოს ბოლოს 76.45 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ივლისის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე 836.34 მილიონი ლარით, ანუ 1.11%-ით მეტია. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ზრდა 1.16% იყო.

ამასთან, აგვისტოს ბოლოსთვის ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 75.67 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთი თვის ჭრილში დეპოზიტები 1.69 მილიარდი ლარით გაიზარდა (2.40%-ით), ხოლო ერთწლიან ჭრილში კი დეპოზიტები გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 21.67%-ით არის გაზრდილი. შედარებისთვის, ეს უფრო მეტია, ვიდრე დაკრედიტების მატება, რაც წლიურად 14.83%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ამჟამად ბანკებში უფრო მეტი ფინანსური რესურსი გროვდება, ვიდრე კრედიტების სახით გაიცემა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი წარმატებით განხორციელდა" - კობახიძე რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე

"1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი წარმატებით განხორციელდა" - კობახიძე რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე

BM.GE

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ნავთობის ექსპორტი ომამდელი მაჩვენებლის 81%-მდე აღადგინეს

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ნავთობის ექსპორტი ომამდელი მაჩვენებლის 81%-მდე აღადგინეს

BM.GE

ევროპის სათხილამურო კურორტები ზამთრის სეზონს ახალი სასტუმროებით ხვდებიან - Euronews

ევროპის სათხილამურო კურორტები ზამთრის სეზონს ახალი სასტუმროებით ხვდებიან - Euronews

BM.GE

სანქციების გამო, ჰონგ-კონგში რუსული ოქროს იმპორტი რეკორდულად გაიზარდა

სანქციების გამო, ჰონგ-კონგში რუსული ოქროს იმპორტი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE