მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები 18.9%-ით გაიზარდა - Colliers
აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები 18.9%-ით გაიზარდა - Colliers

აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები 18.9%-ით გაიზარდა - Colliers

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 23:47|bm.ge

2026 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 388 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 18.9%-ით მეტია. ამასთანავე, ბაზრის ზომა 35.2%-ით გაიზარდა და 297 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის მიმოხილვის თანახმად, დედაქალაქში ზრდის ძირითადი დრაივერი ახალი პროექტები გახდა.

აგვისტოში თბილისის ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.7%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა როგორც პირველად (22.9%), ისე მეორეულ ბაზარზე (24.5%).Colliers-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების მატება გაზრდილ მიწოდებას ასახავს. ამასთან, ზრდის ძირითადი ნაწილი ორ უბანზე სამგორსა და დიდ დიღომზე მოდის.რაც შეეხება ძველ პროექტებს, აქ ტრანზაქციების რაოდენობამ შედარებით მცირედით, 3.8%-ით მოიმატა.

აგვისტოში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით შემდეგნაირად გაიზარდა:

• ქალაქის ცენტრში - 16.7%-ით; • ფართო ცენტრში - 16%-ით; • გარეუბნებში - 10.4%-ით.

მთლიანობაში, ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილმა ფასმა 11.9%-ით მოიმატა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.ფასების მატება დაფიქსირდა ძველ ბინებზეც. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ფართო ცენტრში 19.1%-ით გაიზარდა, გარეუბანში - 12.6%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 3.4%-ით. ჯამურად, ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასები 10.5%-ით არის გაზრდილი.

Colliers-ის მონაცემებით, თბილისში, როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის.თუმცა, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით უცხოეთის მოქალაქეების წილი გაიზარდა და მთლიანი ტრანზაქციების 14% შეადგინა (შედარებისთვის, 2026 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 12% იყო).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 167 სტატია.

  • თბილისი გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და პასუხს აანონსებსნეტგაზეთი
  • აღმოჩენილია ძაღლების ახალი სამარხები თბილისში - ცხოველთა უფლებადამცველებმა მას დიღომში მიაგნესტვ პირველი
  • თბილისში, სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულიარუსთავი 2
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →

მსგავსი სტატიები

შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი

შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი

BM.GE

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

BM.GE

Dumbó Eco Camp-ისთვის გურიაში მთავარი გამოწვევა მოკლე ტურისტული სეზონი და ამინდია

Dumbó Eco Camp-ისთვის გურიაში მთავარი გამოწვევა მოკლე ტურისტული სეზონი და ამინდია

BM.GE

აშშ-ის მთავარი S&P 500-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა, Nasdaq-მა 5% დაკარგა - ვითარება ბირჟებზე

აშშ-ის მთავარი S&P 500-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა, Nasdaq-მა 5% დაკარგა - ვითარება ბირჟებზე

BM.GE