მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. AI ბუმის ფონზე Caterpillar-მა წლიური შემოსავლის პროგნოზი გაზარდა
AI ბუმის ფონზე Caterpillar-მა წლიური შემოსავლის პროგნოზი გაზარდა

AI ბუმის ფონზე Caterpillar-მა წლიური შემოსავლის პროგნოზი გაზარდა

BM.GE2 მაისი, 2026, 04:34|bm.ge

მძიმე ტექნიკის მწარმოებელმა ამერიკულმა გიგანტმა Caterpillar-მა 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა და ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.

კომპანიის შემოსავალი წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა და 17.42 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ინდუსტრიული გიგანტის მოგებამ თითო აქციაზე 4.25 დოლარი შეადგინა, ამჯერად მაჩვენებელმა 5.54 დოლარს მიაღწია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უოლ სტრიტის ექსპერტები მხოლოდ 4.62 დოლარის მოგებას პროგნოზირებდნენ.

როგორც ირკვევა, პოზიტიური დინამიკა ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. განმარტებისთვის, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის არაერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, მათ შორის, Google-ი და Amazon-ი Caterpillar-ის წარმოების მძიმე ტექნიკას იყენებენ.

რაც შეეხება შემოსავლებს სეგმენტების მიხედვით, განსაკუთრებული ზრდა სამშენებლო ტექნიკის მიმართულებამ აჩვენა, სადაც შემოსავალი 38%-ით გაუმჯობესდა. პარალელურად, ენერგეტიკისა და სიმძლავრეების დეპარტამენტის შემოსავალმა 22%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ეს სექტორი პირდაპირ სარგებლობს AI ტექნოლოგიების ბუმით, რადგან მონაცემთა ცენტრები ენერგიის გენერაციისა და სარეზერვო სისტემებისთვის Caterpillar-ის აღჭურვილობას აქტიურად ყიდულობენ. ამასთან, კომპანიის წარმატებაში დიდი როლი დილერების მიერ მარაგების განახლებამ და პროდუქციის გაუმჯობესებულმა ფასებმაც ითამაშა. საყურადღებოა, რომ 710 მილიონი დოლარით გაიზარდა წარმოების ხარჯებიც, თუმცა, როგორც ირკვევა, ამის მიზეზი გაზრდილი ტარიფები გახდა.

მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, Caterpillar-მა სრული ფისკალური 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები გააუმჯობესა. კომპანია ვარაუდობს, რომ წლიური შემოსავალი ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზრდება. შედარებისთვის, მანამდე კორპორაცია მხოლოდ 7%-იან ზრდას ელოდა. პარალელურად, მენეჯმენტმა ტარიფებით გამოწვეული სავარაუდო ზარალის პროგნოზი 2.6 მილიარდიდან 2.2-2.4 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Caterpillar-ის აქციების ფასი 5.3%-ით გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE