
AI ბუმმა SK Hynix-ის მოგება 632%-ით გაზარდა
სამხრეთ კორეულმა ჩიპების მწარმოებელმა კომპანია SK Hynix-მა კვარტალური ფინანსური ანგარიში წარადგინა. როგორც ირკვევა, კომპანიის შემოსავალმა 78.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მონაცემი 328%-იან ზრდას ნიშნავს და ის ანალიტიკოსების პროგნოზს $4 მილიარდით აღემატება.
რაც მთავარია, საოპერაციო მოგებამ 62.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 632%-იან ზრდას უტოლდება და ასევე აჭარბებს მოლოდინს.
რეკორდული მოგების ფონზე, ჩიპების მწარმოებელმა ინვესტორებს დივიდენდების სახით დაახლოებით 75.4 მილიარდი დოლარის დაბრუნების გეგმა გააცნო.
ამასთან, მენეჯმენტის განცხადებით, 2030 წლამდე SK Hynix-ის საწარმოო შესაძლებლობები თითქმის სრულადაა გაყიდული და კომპანია მის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად ამჟამად არასაკმარის საწარმოო სიმძლავრეებს ასახელებს.
რაც შეეხება ბაზრის რეაქციას, ცხადია, ასეთი შედეგები ინვესტორებმა დადებითად მიიღეს და კომპანიის აქციების შეფასება თითქმის 20%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, 5-წლიან პერიოდში SK Hynix-ის შეფასება 1400%-ზე მეტით არის გაზრდილი.
BM.GE
წყარო: bm.ge