მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს
Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს

Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 15:26|bm.ge

სადაზღვევო კომპანია Benefits ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს და ბაზისბანკთან ახალ პარტნიორობას იწყებს.

კომპანიებს შორის გაფორმებული შეთანხმება სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. Benefits-ისთვის ეს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია - ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად განავითაროს სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც მათ მომსახურებებსა და მომხმარებლების საჭიროებებს მოერგება.

“2026 წლიდან აქტიურად ვავითარებთ სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებას და ვაფართოებთ თანამშრომლობას საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორთან. ამ მიმართულებით, 15 ოქტომბრიდან უკვე ბაზისბანკთანაც დავიწყეთ თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობა უკვე მეორე წელია გრძელდება კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით და ახლა სიცოცხლის დაზღვევასაც მოიცავს. ჩვენთვის პრიორიტეტულია ფინანსურ სექტორთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და სადაზღვევო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა“, — აღნიშნავს ანა შავგულიძე, Benefits-ის კომერციული და ბიზნესის განვითარების დირექტორი.

„სადაზღვევო კომპანია Benefits-თან ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადადის. კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ეფექტური პარტნიორობის შემდეგ, სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების ინტეგრირება კიდევ უფრო გააფართოებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური და სადაზღვევო სერვისების სპექტრს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის, საიმედო და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება. ძლიერ და გამოცდილ პარტნიორთან ერთად, დარწმუნებულები ვართ, ეს პროექტი კიდევ უფრო მეტ ღირებულებას შექმნის როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის.“ - მარეხ საჯაია, ბაზისბანკის საცალო საკრედიტო პროდუქტების მფლობელი.

საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევიდან ახალ პროდუქტებამდე

Benefits-ის გეგმები მხოლოდ საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევით - Credit Life-ით არ შემოიფარგლება. კომპანია სხვადასხვა ტიპის დაფინანსებასთან დაკავშირებული სადაზღვევო გადაწყვეტილებების განვითარებას გეგმავს: სამომხმარებლო, ავტო და იპოთეკური სესხების გარდა, იგეგმება მიკროსესხებისა და სალომბარდე სესხების დაზღვევაც. თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები ქონებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებითაც განიხილება. მიზანია, პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს საკუთარი მომსახურებების შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება შეეძლოთ.

მზარდი ბაზარი და თანამშრომლობის შესაძლებლობები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, სიცოცხლის დაზღვევაში მოზიდული პრემია 2024 წლის 109.1 მლნ ლარიდან 2025 წელს 129 მლნ ლარამდე გაიზარდა. Benefits მზარდ ბაზარზე განვითარებას პარტნიორული ქსელის გაფართოებითა და ახალი პროდუქტების შექმნით გეგმავს. ბაზისბანკთან თანამშრომლობა კი ამ მიმართულებით კომპანიის მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე

გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე

BM.GE

სად განთავსდება შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები რუსთაველის გამზირზე - ახალი სქემა

სად განთავსდება შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები რუსთაველის გამზირზე - ახალი სქემა

BM.GE

მთავრობამ საერთაშორისო სტატუსი 2 კომპანიას მიანიჭა

მთავრობამ საერთაშორისო სტატუსი 2 კომპანიას მიანიჭა

BM.GE

საგამოძიებო სამსახურმა საცხოვრებელი სახლიდან ₾38 000 ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღო

საგამოძიებო სამსახურმა საცხოვრებელი სახლიდან ₾38 000 ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღო

BM.GE