მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. AI-ის გამო, General Motors-მა IT სპეციალისტები დაითხოვა
AI-ის გამო, General Motors-მა IT სპეციალისტები დაითხოვა

AI-ის გამო, General Motors-მა IT სპეციალისტები დაითხოვა

BM.GE13 მაისი, 2026, 03:49|bm.ge

ამერიკულმა ავტოგიგანტმა, General Motors-მა ტექნიკური და IT დეპარტამენტის თანამშრომლების 10%, დაახლოებით 600 შტატგარეშე სპეციალისტი დაითხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სტრატეგიული როტაციის ნაწილია, რაც გულისხმობს კადრების ჩანაცვლებას ისეთი პროფესიონალებით, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სიღრმისეული გამოცდილება აქვთ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი საინფორმაციო ტექნოლოგიების ორგანიზაციის ტრანსფორმაციასა და სამომავლო პოზიციონირებას მიზნად ისახავს.

როგორც ირკვევა, მიმდინარე შემცირებები შტატების საბოლოო გაუქმებას არ ნიშნავს. არსებული ინფორმაციით, კომპანია IT დეპარტამენტისთვის ახალი კადრების ძიებას კვლავ აგრძელებს, თუმცა აქცენტს განსხვავებულ უნარებზე აკეთებს. ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს შორის AI-ზე დაფუძნებული დეველოპმენტი, მონაცემთა ინჟინერია, ანალიტიკა, Cloud-ინჟინერია და მოდელების განვითარება სახელდება.

GM-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, თანამშრომელი, რომელიც AI-ის სათანადოდ არ ან ვერ იყენებს, კომპანიაში ვეღარ დარჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE