ორიგინალი
"AI სარგებლის მომტანი უნდა იყოს, მისი კონტროლიდან გასვლა არ უნდა დავუშვათ" - ინგლისის ბანკის მმართველი
BM.GE·21:31

"AI სარგებლის მომტანი უნდა იყოს, მისი კონტროლიდან გასვლა არ უნდა დავუშვათ" - ინგლისის ბანკის მმართველი

27 ნოემბერი, 2026 · 21:31

ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარების შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე, ინგლისის ბანკის მმართველმა ენდრიუ ბეილიმ მთავრობებს ტექნოლოგიისთვის მკაფიო საზღვრების დაწესებისკენ მოუწოდა.

ბეილიმ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი პროდუქტიულობისა და ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა აუცილებლად ადამიანის კონტროლის ქვეშ უნდა რჩებოდეს.

მისი შეფასებით, ტექნოლოგიისთვის ჩარჩოები არა რეგულატორებმა, არამედ კანონმდებლებმა უნდა განსაზღვრონ.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ხელოვნური ინტელექტის მართვა ბავშვების აღზრდას შეადარა და აღნიშნა, რომ განვითარების შესაძლებლობასთან ერთად, მას გარკვეული შეზღუდვებიც სჭირდება.

ამასთან, ბეილიმ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად ამ სისტემების მუშაობის მეტი გამჭვირვალობა და მთავრობების კოორდინირებული მოქმედება იქნება საჭირო. კიბერინციდენტების მზარდი სტატისტიკის ფონზე მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოდელები ადამიანური ქცევის სხვადასხვა ასპექტზე იგება და უკვე დამოუკიდებლად სწავლობენ მოქმედებას.

ბეილის თქმით, საზოგადოებას აქვს საფუძველი, იკითხოს, რა სარგებელი მოაქვს ტექნოლოგიას, რომელსაც საფინანსო სისტემის დაზიანებაც შეუძლია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "AI სარგებლის მომტანი უნდა იყოს, მისი კონტროლიდან გასვლა არ უნდა დავუშვათ" - ინგლისის ბანკის მმართველი

თემა: იყოს

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • რუსთავი 2·16:55
    არ მგონია, რომ ქართული ღვინო ისეთი იყოს, რომელიც იმ ხარისხს არ შეესაბამება - კომპანია "ქართული სამეფო ღვინოს დამფუძნებელი
  • კვირის პალიტრა·11:29
    “თუ ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის” სამიტზე დასწრება სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია - ვისურვებდი, რომ იყოს“ - დონალდ ტრამპი
  • ინტერპრესნიუსი·11:18
    დონალდ ტრამპი - თუ ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის” სამიტზე დასწრება სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია - ვისურვებდი, რომ იყოს
  • BPN·10:00
    „8-10 წლის ბავშვს შეუძლია იქირაოს „სქროლი“ და გადაადგილდეს - 16 წლამდე აკრძალული უნდა იყოს“ - გიორგი ჯაფარიძე
იყოს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·21:43

აშშ ევროკავშირს აფრთხილებს - რით არის უკმაყოფილო თეთრი სახლი

აშშ ევროკავშირს აფრთხილებს - რით არის უკმაყოფილო თეთრი სახლი
BM.GE·21:11

"იმედია,გადაწყვეტილება შეიცვლება"| ირაკლი კობახიძე - რუსეთის მიერ ღვინის ქართული კომპანიების დასაკავებლად

"იმედია,გადაწყვეტილება შეიცვლება"| ირაკლი კობახიძე - რუსეთის მიერ ღვინის ქართული კომპანიების დასაკავებლად
BM.GE·21:00

NVIDIA-ს უმძლავრესი ჩიპები ჩინურ მონაცემთა ცენტრებში აღმოაჩინეს

NVIDIA-ს უმძლავრესი ჩიპები ჩინურ მონაცემთა ცენტრებში აღმოაჩინეს
BM.GE·20:50

"უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები აშენდება" - ირაკლი კობახიძე

"უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები აშენდება" - ირაკლი კობახიძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.