ორიგინალი
აშშ ევროკავშირს აფრთხილებს - რით არის უკმაყოფილო თეთრი სახლი
BM.GE·21:43

აშშ ევროკავშირს აფრთხილებს - რით არის უკმაყოფილო თეთრი სახლი

27 ნოემბერი, 2026 · 21:43

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელი ლიდერები ტექნოლოგიური გიგანტების შესაძლო დაბეგვრის გამო გააფრთხილა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოცემა POLITICO-ს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ევროკავშირის მასშტაბით ციფრული მოსაკრებლის დაწესებას კვლავ ეწინააღმდეგება და მის ამოქმედებას არ დაუშვებს. უწყების განმარტებით, მსგავსი გადასახადები ამერიკულ კომპანიებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენებს და მომხმარებლებსაც დააზარალებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ევროპულ ციფრულ გადასახადზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა გასულ შაბათს წამოაყენა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს ნაბიჯი ევროკავშირის €2 ტრილიონის მოცულობის გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებასა და ეროვნულ ბიუჯეტებზე ტვირთის შემცირებას ემსახურება. ინიციატივა შეეხება კომპანიებს, რომელთა გლობალური ბრუნვა €750 მილიონს, ხოლო ევროპული შემოსავალი €50 მილიონს აღემატება. საყურადღებოა, რომ ახალი კრიტერიუმი ისეთ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე გავრცელდება, როგორებიც Google-ი, Meta და Amazon-ი არიან.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციებს, გადასახადის განახლებას საფრანგეთი, დანია, ესპანეთი და იტალია უჭერენ მხარს. ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ერთიანი ბაზრით დიდ სარგებელს იღებენ და დღეს სათანადოდ არ იბეგრებიან.

ამის საპირისპიროდ, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიჰოლ მარტინმა ინიციატივა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსგავსი მოსაკრებელი ევროპის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ეწინააღმდეგება.

ევროპელი დიპლომატების ცნობით, წინადადებას სიფრთხილით ეკიდებიან შვედეთი, მალტა, ნიდერლანდები და გერმანიაც, რაც ახალი გადასახადის დამტკიცებისთვის საჭირო ერთსულოვანი მხარდაჭერის მიღებას ართულებს.

ცნობისთვის, ევროკომისიამ ევროკავშირის მასშტაბით ციფრული გადასახადის დაწესების ინიციატივა 2018 წელსაც წარადგინა, თუმცა ის დროებით შეაჩერა. მაშინ საფრანგეთმა, ავსტრიამ და იტალიამ ეროვნული მოსაკრებლები მაინც აამოქმედეს, რასაც დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ზომების ამოქმედება მოჰყვა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ ევროკავშირს აფრთხილებს - რით არის უკმაყოფილო თეთრი სახლი

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 162 სტატია.

  • იმედი·18:41
    POLITICO: ევროკავშირის ლიდერების სამიტი კრიზისში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მთავრობებმა, რომლებიც შვიდწლიანი ბიუჯეტის შემცირებას ითხოვდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას დემარში მოუწყვეს და მოლაპარაკებების სესიები დატოვეს
  • ფორმულა·16:50
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
  • GHN·16:42
    სომხეთს გარკვეულ ეტაპზე არჩევანის გაკეთება მოუწევს - ევროკავშირთან დაახლოება სურს თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციის გაგრძელება - დმიტრი პესკოვი
  • პრაიმტაიმი·16:39
    გარკვეულ მომენტში სომხეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი, შეუერთდეს ევროკავშირს თუ გააგრძელოს ინტეგრაცია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში - დიმიტრი პესკოვი
ევროკავშირისსახლი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·22:00

ევროზონაში ეკონომიკური განწყობისა და დასაქმების მოლოდინების ინდიკატორები შემცირდა

ევროზონაში ეკონომიკური განწყობისა და დასაქმების მოლოდინების ინდიკატორები შემცირდა
BM.GE·21:31

"AI სარგებლის მომტანი უნდა იყოს, მისი კონტროლიდან გასვლა არ უნდა დავუშვათ" - ინგლისის ბანკის მმართველი

"AI სარგებლის მომტანი უნდა იყოს, მისი კონტროლიდან გასვლა არ უნდა დავუშვათ" - ინგლისის ბანკის მმართველი
BM.GE·21:11

"იმედია,გადაწყვეტილება შეიცვლება"| ირაკლი კობახიძე - რუსეთის მიერ ღვინის ქართული კომპანიების დასაკავებლად

"იმედია,გადაწყვეტილება შეიცვლება"| ირაკლი კობახიძე - რუსეთის მიერ ღვინის ქართული კომპანიების დასაკავებლად
BM.GE·21:00

NVIDIA-ს უმძლავრესი ჩიპები ჩინურ მონაცემთა ცენტრებში აღმოაჩინეს

NVIDIA-ს უმძლავრესი ჩიპები ჩინურ მონაცემთა ცენტრებში აღმოაჩინეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.