მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. AI შეკვეთების მკვეთრი ზრდის ფონზე Cisco-ს აქციების ფასი 19%-ით გაიზარდა
AI შეკვეთების მკვეთრი ზრდის ფონზე Cisco-ს აქციების ფასი 19%-ით გაიზარდა

AI შეკვეთების მკვეთრი ზრდის ფონზე Cisco-ს აქციების ფასი 19%-ით გაიზარდა

BM.GE15 მაისი, 2026, 04:14|bm.ge

ტექნოლოგიურმა ფირმა Cisco-მ მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიში წარადგინა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის შემოსავალმა $15.84 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება და ანალიტიკოსების პროგნოზს, $15.56 მილიარდს მცირედით აჭარბებს. საყურადღებოა, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $2.49 მილიარდი მიიღო, ამჯერად წმინდა მოგებამ $3.37 მილიარდი შეადგინა. კორექტირებული მოგება კი თითო აქციაზე $1.06-ია, რაც უოლ-სტრიტის მოლოდინს, $1.04 მცირედით აჭარბებს.

შემოსავლების ზრდის ძირითადი წყარო ქსელური მოწყობილობების სეგმენტი გახდა. ამ მიმართულებით შემოსავალი 25%-ით გაიზარდა და $8.82 მილიარდს მიაღწია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Cisco-მ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და ე.წ. ჰაიპერსკეილერების მომსახურებისთვის $5.3 მილიარდის შეკვეთები მიიღო. პარალელურად, კომპანიამ წარადგინა ის ახალი თაობის პროცესორებზე მომუშავე კომუტატორები და როუტერები, რომლებიც მონაცემთა დამუშავების სიმძლავრეს საგრძნობლად ზრდის. უსაფრთხოების სეგმენტში შემოსავალი სტაბილური დარჩა და $2 მილიარდი შეადგინა.

პარალელურად, Cisco-მ 4,000-მდე თანამშრომლის შემცირების შესახებაც განაცხადა. ეს გადაწყვეტილება გლობალური სამუშაო ძალის 5%-ზე ნაკლებს მოიცავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჩაკ რობინსის განმარტებით, ეს ნაბიჯი მიზნად ინვესტიციების ხელოვნური ინტელექტის სფეროში გადამისამართებას ისახავს. როგორც ირკვევა, რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კომპენსაციების ხარჯები $1 მილიარდს მიაღწევს. აქედან $450 მილიონი მიმდინარე ფინანსური წლის მეოთხე კვარტალში აისახება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Cisco-მ მომდევნო კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებლებიც გაზარდა. კომპანია $16.7-$16.9 მილიარდის ოდენობის შემოსავალს ელოდება. ნავარაუდები კორექტირებული მოგება კი თითო აქციაზე $1.16-$1.18-ს შეადგენს.

კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 19%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $118.25-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $480 მილიარდს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE