მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Airbnb-ის შემოსავალმა პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა ირანში მიმდინარე ომის გამო ჯავშნების გაუქმების მაჩვენებელი გაიზარდა
Airbnb-ის შემოსავალმა პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა ირანში მიმდინარე ომის გამო ჯავშნების გაუქმების მაჩვენებელი გაიზარდა

Airbnb-ის შემოსავალმა პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა ირანში მიმდინარე ომის გამო ჯავშნების გაუქმების მაჩვენებელი გაიზარდა

BM.GE9 მაისი, 2026, 03:43|bm.ge

სასტუმროების ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა Airbnb-მ პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში წარადგინა. კომპანიის შემოსავალმა $2.68 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 18%-იან ზრდას ნიშნავს და ანალიტიკოსების $2.62-მილიარდიან მოლოდინს აჭარბებს. წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიური პერიოდის $154 მილიონიდან $160 მილიონამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ერთ აქციაზე მოგებამ (EPS) $0.26 შეადგინა, რაც Wall Street-ის მიერ პროგნოზირებულ $0.29-ს ჩამორჩა.

როგორც ირკვევა, ირანში მიმდინარე ომის გამო EMEA-სა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში ჯავშნების გაუქმების მაჩვენებელი გაიზარდა. აღნიშნულმა კონფლიქტმა მეორე კვარტალში ჯავშნების რაოდენობაზე 100-საბაზისო პუნქტის მოცულობის უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს. ამ ფონზე, ჯავშნების მთლიანმა ღირებულებამ (GBV) $29.2 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია. პარალელურად, დაჯავშნილი ღამეებისა და ადგილების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა და 156.2 მილიონს მიაღწია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიამ წლის ბოლომდე შემოსავლების ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. Airbnb მიმდინარე წლის ზაფხულში FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში რეკორდული რაოდენობის სტუმრის მიღებას გეგმავს. ტურნირის მასპინძელ 16 ქალაქში პლატფორმას 100 000-ზე მეტი ახალი საცხოვრებელი ობიექტი დაემატა. კომპანიამ ახალი მასპინძლების მოსაზიდად $750-იანი წამახალისებელი პროგრამაც აამოქმედა, რაც გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, მილანო-კორტინას ზამთრის ოლიმპიურმა და პარალიმპიურმა თამაშებმა პლატფორმაზე 200,000-მდე სტუმარი მოიზიდა. მასპინძელ ბაზარზე საცხოვრებელი ობიექტების მიწოდება თითქმის მესამედით გაიზარდა.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, გახანგრძლივებულ სავაჭრო სესიაზე აქციების ფასი 0.41%-ით გაიზარდა. ამჟამად Airbnb-ს ერთი აქცია $141.46-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $89.12 მილიარდს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

აშშ-სკენ მიმავალი რუსული დიზელით დატვირთული სამი ტანკერიდან ორი სანქცირებულია - Financial Times

აშშ-სკენ მიმავალი რუსული დიზელით დატვირთული სამი ტანკერიდან ორი სანქცირებულია - Financial Times

BM.GE

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE